იუსტიციის მინისტრის მოადგილე - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესრულება ორგანიზაციებისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოშობს

როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კურატორმა, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირმა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელმა, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ კანონის შესრულება არ წარმოშობს არავითარ საფრთხეს ორგანიზაციებისთვის, ისინიც ამ წუთებში მოგვმართავენ ჩვენთან სარეგისტრაციოდ, ამიტომ დასაწყისშივე იმის თქმა, კანონს თუ შევასრულებ, ამის გამო მომადგება ზიანი და შეაჩერე კანონიო, აცდენილია ყოველგვარ სამართლებრივ სიბრტყეს, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომის დროს.

თამარ ტყეშელაშვილმა ანა ნაცვლიშვილის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მინისტრის ბრძანების შეცვლას სამართლებრივი საფუძვლები სჭირდება. ნაცვლიშვილის კითხვა მინისტრის მხრიდან ბრძანების ერთპიროვნულად შეცვლის შესაძლებლობას შეეხებოდა.

„ჩვენი ხელწერაა, ამ გუნდის, გნებავთ, პოლიტიკურ განცხადებაში ჩამითვალეთ, როგორც გინდათ, ბელადომანია ჩვენ არ გვაქვს. მინისტრი აქ, შიგნით გადის კონსულტაციას, მათ შორის, იმპლემენტაციის თვალსაზრისითაც. ჩართული იყო საჯარო რეესტრი, ჩართულები ვიყავით ყველა ამ ბრძანების შემუშავების პროცესში. ასე არ არის, რომ დაჯდა მინისტრი და მიიღო ბრძანება თავისით, შეადგინა ეს და ის, რომ არავის არ გააცნო და არ შეეკითხა ან მოისმინა მოსაზრება, თუ როგორ აღსრულდება აღნიშნული ბრძანება, ასე არ ხდება ჩვენთან და გავიმეორებ კიდევ ერთხელ, იმისათვის, რომ მინისტრის ბრძანება შეიცვალოს, მას სჭირდება სამართლებრივი საფუძვლები და ძალიან უხერხულია, რომ ამ დარბაზში ამდენი საუბარი გვიწევს ამაზე", - განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საკონსტიტუციო განხილვაზე.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს