თამარ ტყეშელაშვილი - ქართული არასამთავრობო რომ დააბრალებს ცხინვალის დაბომბვას, ეს არის წითელი ხაზი

ქალბატონო ანა, ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანას გვაქვს თუ არა უფლება, ვიცოდეთ, ვინ საიდან ფინანსდება?!– ასე მიმართა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირების დროს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ანა ნაცვლიშვილს, დასმული კითხვის პასუხად, რომელიც შეეხებოდა კანონის გავლენას მშვიდობის აღდგენის პროცესზე.

„ვთქვათ პირდაპირ, „საიას" სარჩელი იყო, ქართული არასამთავრობო რომ დააბრალებს ცხინვალის დაბომბვას, ეს არის წითელი ხაზი და აქ ნუღარ გადავალთ", - განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საჩივარი განიხილება, ცოტა ხნის წინ მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის წერილი წაიკითხა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კონფლიქტის ზონაში მყოფ პირებს უწევს დახმარებას.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს