თამარ კორძაია - „სირცხვილია“ არ არის მოსარჩელეებში და ერთადერთი პასუხი მაქვს, სირცხვილია

„სირცხვილია“ არ არის მოსარჩელეებში და ერთადერთი პასუხი მაქვს, სირცხვილია, - ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ კორძაია მოძრაობა „სირცხვილიას“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირებას.

კორძაიას განმარტებით, რეესტრში დაურეგისტრირებელი ორგანიზაციებისათვის ჯარიმების დაკისრება 3 სექტემბერს დაიწყება, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება ამ ვადამდე უნდა გამოაცხადოს.

„თქვენ ხედავთ, როგორ იბრძვის საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იმისათვის, რომ საქართველო რუსეთის გზას დაადგეს. ძალიან მძიმეა ჩვენთვის ამის ყურება, როცა საკონსტიტუციო სასამართლოც კი, პროცესუალურად, არაუფლებამოსილ პირს უფლებას აძლევს, საკუთარი პოზიცია გამოხატოს კანონის დაშვებასთან, შეჩერებასთან დაკავშირებით და ა.შ. ეს ყველაფერი იმას გვაფიქრებინებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება იმედის მომცემი არ იყოს, მაგრამ ჩვენ, დღეს, ისევ გავაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენს მიერ მოწვეული სპეციალისტი, ენათმეცნიერი მეცნიერულად აუხსნის საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს იმას, რომ „უცხო“ ნამდვილად არის უცხო, იმას, რომ ყველა ტერმინი ამ კანონში აბსოლუტურად მასტიგმატიზირებელია და ამ ტერმინოლოგიის კანონმდებლობის შემოღებამ შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევდი ზიანი თითოეული მოქალაქისათვის. იმედი მაქვს, რომ არგუმენტებს, ამ მეცნიერულ დასაბუთებას საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებით მოეკიდება“, - განაცხადა კორძაიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე