პრემიერი -  2019 წლის შემდეგ, ეტაპობრივად, 80%-ით გაიზარდა მეშახტეების ხელფასი, გადაიარაღდა შახტები, გაუმჯობესდა შრომის უსაფრთხოება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პროცესი ასე გაგრძელდეს

ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია ტყიბული და მეშახტე. ტყიბული იწოდება მეშახტეების ქალაქად და ყველას მინდა, მოგილოცოთ „მეშახტის დღე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტყიბულში, მეშახტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2019 წლის შემდეგ, ეტაპობრივად, 80%-ით გაიზარდა მეშახტეების ხელფასი, გადაიარაღდა შახტები, გაუმჯობესდა შრომის უსაფრთხოება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პროცესი ასე გაგრძელდეს, რაზეც საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას.

„მინდა, მოგილოცოთ, ყველას, „მეშახტის დღე“. ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია ტყიბული და მეშახტე. ტყიბული იწოდება მეშახტეების ქალაქად და ყველას მინდა, მოგილოცოთ „მეშახტის დღე“. მეშახტის შრომა არის გამორჩეულად რთული შრომა, თუმცა, ასევე გამორჩეულად საამაყო. განსაკუთრებული პატივისცემა მინდა, გამოვხატო თითოეული მეშახტის მიმართ. მე მახსოვს, 2017-2018 წლებში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემა იყო, რაც დაკავშირებული იყო მეშახტის შრომასთან. პრობლემები იყო შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შახტების გადაიარაღებასთან, შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და მიხარია, რომ 2019 წლის შემდეგ, ეტაპობრივად, ეს პრობლემები გადაჭრის გზაზეა. 80%-ით გაიზარდა მას შემდეგ მეშახტეების ხელფასი, გადაიარაღდა შახტები, გაუმჯობესდა შრომის უსაფრთხოება და, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პროცესი ასე გაგრძელდეს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ გაგრძელდება შახტების განვითარება, რაც რა თქმა უნდა, აისახება ტყიბულელებზე, მათ დასაქმებაზე, შრომის ანაზღაურებაზე და ამაზე, ჩვენ, საქართველოს მთავრობა ვიღებთ პასუხისმგებლობას. ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი იმაზე, რომ ტყიბულს არ მოვაკლოთ მზრუნველობა, ყურადღება და გარწმუნებთ, რომ შემდეგი წლების განმავლობაშიც განვაგრძობთ აუცილებლად ტყიბულზე ზრუნვას. კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ "ტყიბულქალაქობა" და "მეშახტის დღე",“- განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა