სოფო ჯაფარიძე - აუცილებლად უნდა დავაყენოთ ქვეყანა ევროპულ გზაზე და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მიხეილ სააკაშვილთან ერთად - გამარჯვება ისე ახლოსაა, როგორც არასდროს!

აუცილებლად უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყანა ევროპულ გზაზე და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმ ადამიანთან ერთად, რომელმაც საქართველოში პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა - ჩვენი ქვეყნის საამაყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად. გამარჯვება ისე ახლოსაა, როგორც არასდროს! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძემ ბათუმის, ქობულეთისა და ჩაქვის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას უნდა დაუბრუნდეს.

„26 ოქტომბერს გვიწევს ძალიან მარტივი არჩევანის გაკეთება: ვირჩევთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, თუ ჩვენი ქვეყნის მომავალს ისეთი ქვეყნების სიაში, როგორიცაა რუსეთი, ბელორუსი, ვენესუელა და ასე შემდეგ. ჩვენი ქვეყანა აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ განვითარების ისეთ ტემპში, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა მიხეილ სააკაშვილმა, თავის გუნდთან ერთად. აუცილებლად უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყანა ევროპულ გზაზე და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმ ადამიანთან ერთად, რომელმაც საქართველოში პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა - ჩვენი ქვეყნის საამაყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად. გამარჯვება ისე ახლოსაა, როგორც არასდროს: გვეიმედებით, თქვენ ხართ ჩვენი მთავარი ღერძი! წინ გვაქვს დიდი გამარჯვება და ბრძოლა იქნება ბოლომდე, იქამდე, სანამ ჩვენს ქვეყანას არ დავაყენებთ ევროპულ გზაზე!“- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა