თამარ კორძაია - მოსარჩელეები საკმაოდ არგუმენტირებულები ვართ, რომ საკითხი 78-ე მუხლის ნაწილში უნდა განიხილონ, რადგან სხვანაირად  კონსტიტუციის ეს მუხლი მოკვდება - არ მინდა წარმოვიდგინო, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამას გააკეთებს

მოსარჩელეები საკმაოდ არგუმენტირებულები ვართ იმასთან დაკავშირებით, რომ საკითხი 78-ე მუხლის ნაწილში უნდა განიხილონ, რადგან სხვანაირად მოკვდება კონსტიტუციის ეს მუხლი - არ მინდა წარმოვიდგინო, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამას გაუკეთებს საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს მოქალაქეებს,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო სარჩელის ერთ-ერთმა ავტორმა თამარ კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კონსტიტუციის 78-ე მუხლი ქმედითი ხდება მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო კონტროლი ხორციელდება მის ფარგლებში, სხვა შემთხვევაში ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ ნორმას მკვდარ ნორმად აქცევს.

„ამ ეტაპზე დასაშვებობის ნაწილზე ვსაუბრობთ. საკონსტიტუციო სასამართლო დაინტერესებულია, რამდენადაა განსახილველი საკითხი 78-ე მუხლის შინაარსში შემავალი. ჩემი აზრით, მოსარჩელეები საკმაოდ არგუმენტირებულები ვართ, რომ 78-ე მუხლის ნაწილში უნდა განიხილოს, რადგან სხვანაირად მოკვდება კონსტიტუციის ეს მუხლი. მე მოვიყვანე მაგალითად ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ეს არის ქმედითი მექანიზმი საქართველოს კონსტიტუციით აღებული ვალდებულებების შესრულების. ის ქმედითი ხდება მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო კონტროლი ხორციელდება მის ფარგლებში. სხვა შემთხვევაში ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ ნორმას აქცევს მკვდარ ნორმად და არ მინდა წარმოვიდგინო, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამას გაუკეთებს საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს მოქალაქეებს“,- განაცხადა კორძაიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე