ბიძინა ივანიშვილმა გურულებს - ჩვენი ქვეყნის სიყვარული და მის მომავალზე ფიქრი მუდამ თქვენს საზრუნავს შეადგენდა და შეადგენს, ეს დაამტკიცეთ საქართველოს უახლესი ისტორიის ურთულეს პერიოდშიც, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ტერორში ამყოფებდა საკუთარ ხალხს

ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში გურულებს რომ განსაკუთრებული როლი გაქვთ შესრულებული, ეს არავის ესწავლება. თქვენი და თქვენი წინაპრების პოლიტიკური განსწავლულობა და ალღო მრავალჯერ დამტკიცებულა, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, ოზურგეთში შეკრებილ მოსახლეობას.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველოს სიყვარული და მის მომავალზე ფიქრი ყოველთვის გურულების საზრუნავს შეადგენდა, რაც მათ უახლესი ისტორიის ურთულეს პერიოდშიც დაამტკიცეს, როდესაც საყოველთაო ნიჰილიზმი სუფევდა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ტერორში ამყოფებდა საკუთარ ხალხს.

„თამამად ვიტყვი, რომ სწორედ ამ კუთხის შვილები ხართ ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური დასაყრდენი.ასე იყო წარსულშიც, როდესაც თავისუფლებისმოყვარე გურულებმა, გაბედეს და ანექსიის მიუხედავად, გურიის რესპუბლიკა გამოაცხადეს. ამ მამაცმა ხალხმა თავად აიღო ხელში საკუთარი ბედისა და მომავლის მართვა და გამოავლინა თქვენთვის ასე დამახასიათებელი ორგანიზაციული ნიჭი. ასე იყო 1918 წლის 26 მაისს, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა - საქართველოს დამოუკიდებლობის დამფუძნებელი კრების წარმომადგენელთა უმეტესობა ხომ გურულები იყვნენ და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერთა შორისაც ხომ გურულები ჭარბობდნენ?!ვიცი, რომ ჩვენი ქვეყნის სიყვარული და მის მომავალზე ფიქრი მუდამ თქვენს საზრუნავს შეადგენდა და შეადგენს. ეს დაამტკიცეთ საქართველოს უახლესი ისტორიის ურთულეს პერიოდშიც, როდესაც ჩვენი ხალხის ყოფნა-არ ყოფნის საკითხი წყდებოდა, როდესაც საქართველოს ხვალინდელი დღის აღარავის სწამდა, როცა ჩვენი ქვეყნის თითოეულ კუთხეში საყოველთაო ნიჰილიზმი სუფევდა, რადგან იმდროინდელი ხელისუფლების - „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ტერორში ამყოფებდა საკუთარ ხალხს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია