ბიძინა ივანიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა საქართველოში, რომელმაც ურთულეს ვითარებაში ქვეყანას 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიღწეული მთელი რიგი წარმატებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, შეჩერებას არ ვაპირებთ და მომავალშიც, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა ყველა თქვენგანმა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს, თუმცა, მოგეხსენებათ, განვითარება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის პირობებშია შესაძლებელი, - ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, ოზურგეთში განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა, მშვიდობის ფასი და მისი მნიშვნელობა, საქართველოს ისტორიამ და უახლესმა წარსულმა, კერძოდ, 90-იანი წლების ტრაგიკულმა მოვლენებმა და 2008 წლის ომმა, რომელზეც „ნაცმოძრაობასაც“ ეკისრება პასუხისმგებლობა, ნათლად დაგვანახა.

მისივე თქმით, ამის საპირისპიროდ, მმართველი პარტია ერთადერთია, რომელმაც ქვეყანას 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი მოუტანა.„გურულებს მშვიდობის ფასი არ გესწავლებათ. თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც ღვინის სამშობლოში, ქართულ სუფრაზე, საკრალური ქართული ღვინით, პირველად სწორედ მშვიდობის სადღეგრძელოს წარმოთქვამთ.

მშვიდობას რა ფასი აქვს, ჩვენი ქვეყნის ისტორიამ კარგად გვასწავლა. საუკუნეების განმავლობაში ქართველები არნახულ მსხვერპლზე მივდიოდით და სიცოცხლის ფასად, იარაღით ხელში ვიცავდით ჩვენი ოჯახების, ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის მშვიდობას. მშვიდობის მნიშვნელობა მკაფიოდ დაგვანახა საქართველოს უახლესმა წარსულმაც, იმ ტრაგიკულმა მოვლენებმა, რაც ჩვენს სამშობლოში 90-იან წლებში დატრიალდა და 2008 წლის ომმა, დანაშაულმა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობაა“ პასუხისმგებელი.ამის საპირისპიროდ, „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა საქართველოში, რომელმაც, ურთულეს ვითარებაში, ქვეყანას 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა!

ყველა, ვისაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ერთხმად ვთანხმდებით, რომ დღეს, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც საქართველო რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე დგას, მშვიდობის შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, ფაქტია, საქართველოში დღეს ჯერ კიდევ თავისუფლად საქმიანობენ რადიკალური ძალები, უფრო კონკრეტულად კი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც არათუ მშვიდობა არ სურს ჩვენს ქვეყანაში, არამედ ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ საქართველო, როგორმე, სამხედრო კონფლიქტში ჩაითრიოს. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა სამსახურში დგას და ეს უკვე არაერთხელ დამტკიცდა.

ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ეს ძალა და მისთვის დავალების მიმცემები საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა