შალვა პაპუაშვილი - ევროპული გზა უნდა გავიაროთ ისე, რომ მას არ შეეწიროს ჩვენი დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა, არ მოგვიწიოს ასკინკილით ხტუნვა, ეროვნული ღირსების უარყოფა და საკუთარი თავის დამცირება

ზოგიერთისგან გვესმის, რომ დღეს საქართველო საგარეო-პოლიტიკურ გზაჯვარედინზეა. სინამდვილეში, ჩვენმა ხალხმა და „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ხანია მისი საგარეო-პოლიტიკური არჩევანი მკაფიოდ გამოხატა,’ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, ოზურგეთში სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ევროპული ღირებულებები გამჯდარია ქართველი ხალხის გენში. მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია ევროპული გზა გაიარონ ისე, რომ მას არ შეეწიროს ქვეყნის დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა.

„ეს არის ევროპული გზა, რომელიც ჩვენი ხალხის ღირებულებებს შეესაბამება და მყარად არის გამჯდარი ჩვენს სტრატეგიულ ხედვაში, ეროვნულ გენში და ყოველდღიურობაში. ამიტომ, დღეს, მთავარი საფიქრალი და საზრუნავი ის კი არ არის, ავირჩიოთ თუ არა ევროპული გზა, არამედ როგორ გავიაროთ ის. ევროპული გზა უნდა გავიაროთ ისე, რომ მას არ შეეწიროს ჩვენი დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა, ჩვენი სახელმწიფო და ხალხი არ დადგეს განადგურების წინაშე, არ მოგვიწიოს ასკინკილით ხტუნვა, ეროვნული ღირსების უარყოფა და საკუთარი თავის დამცირება. ჩვენ - ქართველმა ხალხმა და მისმა ხელისუფლებამ - ვიცით, რასაც ვაკეთებთ. ჩვენი ამოცანაა, გლობალური პოლიტიკური ძალების დაპირისპირების ფონზე, ჩვენი ქვეყანა დაუზიანებლად, გაუნადგურებლად, ღირსეულად მივიყვანოთ მშვიდობისა და კეთილდღეობის ნავსაყუდელში. ყველა, ვინც ამის წინააღმდეგია, საქართველოს მტერია, შინ და გარეთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია