შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - არც კი ფიქრობენ რა მომავლისთვის სწირავენ საკუთარ შვილებს - ვიღა გამოგხედავს მიწასთან გასწორებულს და დანგრეულს? ვის უნდა მძიმე ტვირთად ისეთი ქვეყანა, რომელსაც აღარც აწმყო აქვს და არც მომავალი?

ბოლო ორ წელიწადში კარგად დავინახეთ, ნებსით თუ უნებლიედ, როგორ უბიძგებდნენ საქართველოს დამღუპველი და გამანადგურებელი ომისკენ. როგორ უცებ დაივიწყეს რუსეთის მიმართ „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკა, რომელსაც მანამდე დაჟინებით გვირჩევდნენ და ყოვლად გაუმართლებელი, დაუსაბუთებელი და დამღუპველი სამხედრო-პოლიტიკური ესკალაცია მოითხოვეს ჩვენი ხელისუფლებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, ოზურგეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საუბედუროდ, ოპოზიცია პირდაპირ ჩაება საქართველოს თვითგანადგურების პოლიტიკურ კამპანიაში. მისი თქმით, გაუგებარია რად უღირს ოპოზიციას საკუთარი ქვეყნის ომში ჩათრევა.

„რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან ისინი მოითხოვდნენ პოლიტიკური და ეკონომიკური დაპირისპირების ესკალაციას. და დღესაც ეს არის მათი მთავარი დაპირება: მოხალისეების ფრონტზე გაგზავნა, საზღვრების ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა, ვიზების შემოღება, სანქციების დაწესება და ვაჭრობის გაჩერება. ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაიგდონ ხელში, მეორე დღესვე ამ ყველაფერს გააკეთებენ. რა არის ეს, თუ არა დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა და, უფრო მეტიც, ქვეყნის პირდაპირი ღალატი, რომლის ბოლო ერთია - ომი, ნგრევა, სიკვდილი, ჩვენი სამშობლოს, ოჯახების და მომავლის განადგურება. და რისთვის ეს ყველაფერი? დაღუპო შენი ხალხი, რომ უცხოელმა ტაში დაგიკრას? გასწირო შენი ქვეყანა ნგრევისთვის, რომ წითელი ხალიჩა დაგიგონ? არც კი ფიქრობენ რა მომავლისთვის სწირავენ საკუთარ შვილებს, მეგობრებს, მეზობლებს. ვიღა გამოგხედავს მიწასთან გასწორებულს და დანგრეულს? ვიღას დასჭირდები სიღატაკესა და უიმედობაში ჩაძირული? ვის უნდა მძიმე ტვირთად ისეთი ქვეყანა, რომელსაც აღარც აწმყო აქვს და არც მომავალი? ასეთი დანგრეული ქვეყანა არც ევროკავშირს დააინტერესებს და არც ნატო-ს”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება