თინა ბოკუჩავა - არჩევანი არის ძალიან მარტივი - ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას და არა სიღატაკეს იზოლაციაში!

აჭარიდან მინდა მივესალმო პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც ყოველთვის გვიყურებს და რომელსაც თქვენი იმედი აქვს და რომელიც თქვენთან ერთად ელის გამარჯვებას. ჩვენი ერთიანობით უნდა დავაბრუნოთ ის განვითარება, როდესაც მართლაც ვიყავით მოწინავე ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ივანიშვილმა ეს ყველაფერი წაგვართვა, ამიტომ არჩევანი არის ძალიან მარტივი - ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას და არა სიღატაკეს იზოლაციაში, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ქობულეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორ ბოკუჩავამ აღნიშნა, „ქართველმა ხალხმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, ეს არის ცვლილებები, რომელიც ჩვენ ერთიანობით აუცილებლად უნდა მოვიტანოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“.

„დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რადგან თქვენ ხართ ყველაზე ერთგული, ყველაზე გაუტეხელი ადამიანები, რომლებიც 12 წელი ელოდით გამარჯვებას და დარწმუნებული ვარ, რომ ორ თვეში ეს გამარჯვება აუცილებლად დადგება ჩვენი ერთიანობით. განსაკუთრებით აჭარიდან მინდა მივესალმო პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც ყოველთვის გვიყურებს და რომელსაც თქვენი იმედი აქვს და რომელიც თქვენთან ერთად ელის გამარჯვებას. მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ერთიანობით უნდა დავაბრუნოთ ის განვითარება, ის რეფორმები, რომლებმაც არსებითად შეცვალა საქართველო, სადაც მოვიტანეთ დიდი აღმშენებლობა, როდესაც მართლაც ვიყავით მოწინავე ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ივანიშვილმა ეს ყველაფერი წაგვართვა, 12 წლიანი მმართველობის განმავლობაში მოიტანა სიღარიბე, სიდუხჭირე, უპერსპექტივობა, უმუშევრობა. ეს არის დიდი უსამართლობა, რომელიც ჩვენ ჩვენი ერთიანობით უნდა დავამარცხოთ. ის ცდილობს, რომ დაყოს საზოგადოება, მისი ყველა გზავნილი, მისი ყველა გამოსვლა აკვარიუმის მიღმა ყოველთვის ემსახურება საზოგადოების დაყოფას, შიშის დანერგვას, დაპირისპირებას, მაგრამ ჩვენ ამას უნდა ვუპასუხოთ ჩვენი ერთიანობით, რადგან 2003 წლის დიდი რეფორმები სწორედ ერთიანობამ მოიტანა და მჯერა, რომ ახლაც სწორედ ერთიანობით გავიმარჯვებთ. არჩევანი არის ძალიან ნათელი, ძალიან მკაფიო და ძალიან მარტივი - გვინდა ევროპული კეთილდღეობა თუ გვინდა სიღატაკე იზოლაციაში, რასაც ივანიშვილი გვთავაზობს, ეს არის სიღარიბე იზოლაციაში, ეს არის ზურგის შექცევა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. რუსული კანონის გამო, რომლის განხილვაც ბათუმში მიმდინარეობს რამდენიმე დღეა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს აქვთ არჩევანი ან დადგნენ ქართველი ხალხის მხარეს და უთხრან არა რუსულ კანონს, როგორც ეს ქართველმა ხალხმა თქვა, ან დადგნენ ივანიშვილის რეჟიმის სადარაჯოზე. მათ შორის იქაც წყდება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური პერსპექტივის ბედი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ქართველმა ხალხმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, ეს არის ცვლილებები, რომელიც ჩვენ ერთიანობით აუცილებლად უნდა მოვიტანოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. კი ევროპას, არა რუსულ კანონს! კი ევროპულ კეთილდღეობას და არა სიღატაკეს იზოლაციაში!” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია