პრემიერი - სიმართლე არის პარლამენტის მხარეს, რომელმაც მიიღო კანონი, ასევე, აშკარა დისბალანსია კომპეტენციის თვალსაზრისით: ერთ მხარეს არიან კომპეტენტური, გონიერი, ახალგაზრდა იურისტები, მეორე მხარეს - დრომოჭმული პოლიტიკოსები, ე.წ. იურისტები

სიმართლე არის პარლამენტის მხარეს, რომელმაც მიიღო „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ასევე, აშკარა დისბალანსია კომპეტენციის თვალსაზრისით: ერთ მხარეს არიან კომპეტენტური, გონიერი, ახალგაზრდა იურისტები, მეორე მხარეს არიან დრომოჭმული პოლიტიკოსები, ე.წ. იურისტები, რომელთაც არაფერი აქვთ სათქმელი ამ პროცესზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო სარჩელების განხილვის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს კიდევ უფრო მძიმე წუთები და საათები ელით“.

„მთელი საკუთარი იურიდიული „ელიტა“ მოაბილიზა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ ამ სასამართლო პროცესზე, თუმცა იქ პარლამენტიდან მისულია სამი უაღრესად გონიერი ახალგაზრდა იურისტი, რომელმაც აბსოლუტურად გააცამტვერა ეს ადამიანები და მათი ე.წ. არგუმენტები საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე - განხილვები გრძელდება და კიდევ უფრო მძიმე წუთები და საათები ელით კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს“,- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება იმას, რომ პროცესში პარლამენტის მხრიდან დეპუტატები არ მონაწილეობენ, კობახიძე ამბობს, რომ ეს „იდეალური გადაწყვეტილებაა“.

„პარლამენტის წარმომადგენელი არ ვარ და დეტალებში ვერ ვიქნებოდი ჩართული, მაგრამ ეს იყო იდეალური გადაწყვეტილება. თუ მეორე მხარესაც პოლიტიკოსები იქნებოდნენ, ეს განხილვა სამართლებრივიდან პოლიტიკურ ჭრილში გადავიდოდა. მაშინ, როდესაც უმჯობესი იყო ამ საკითხის სამართლებრივ ჭრილში განხილვა. სწორედ იმ პირობებში, როდესაც სამართლებრივად იქნა განხილული საკითხები, პირწმინდად დამარცხდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სამ ახალგაზრდა, გონიერ და კომპეტენტურ იურისტთან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, იქ მხარე არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და „ფილოლოგიც კი ვერ მოძებნეს ისეთი, რომელიც არ იქნებოდა ამ პოლიტიკური პარტიის გულმხურვალე მიმდევარი“.

„ეს [„უცხო“]არის აბსოლუტურად ნეიტრალური ტერმინი. საქართველოში, მაგალითად, არსებობს საქართველოს მოქალაქე და არსებობს უცხოელი. ეს არის აბსოლუტურად ნეიტრალური ტერმინი, არ შეიძლება აქ ვინმემ რაღაც ნეგატიური მოძებნოს. აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილია ის მსჯელობა, რომლის განვითარებასაც ცდილობენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში. როდესაც აბსოლუტურად ნეიტრალურ ტერმინს უარყოფით ტერმინად აცხადებ, იქ ჩანს, რომ მათ სინამდვილეში არანაირი არგუმენტი არ აქვთ“,- განაცხადა კობახიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია