მამუკა მდინარაძე - როდესაც ვლაპარაკობთ ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობაზე, უნდა შევთანხმდეთ, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია გვინდა მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით და არა რომელიმეს ხარჯზე ან სანაცვლოდ

ურთულესია იმ გზაზე სიარული, სადაც თანაბრად უნდა უზრუნველყო ქვეყნის სუვერენიტეტი, ტრადიციების და ეროვნული იდენტობის დაცვა, დეოკუპაციის და შერიგების გზაზე უშეცდომო სვლა, ეკონომიკის შეუქცევადი განვითარება, ადამიანის უფლებების სრული დაცვა, მშვიდობა, პროგრესი, ქვეყნის ევროინტეგრაცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ოზურგეთში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

როგორც მდინარაძემ შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა, შესაძლოა, ცალკე აღებული რომელიმე მიმართულების უზრუნველყოფა უფრო ადვილიც კი იყოს, თუმცა, ყველაფერი ერთად, რთული შესასრულებელია.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა ურთიერთპატიებით და შერიგებით, რაც შეიძლება მალე, ერთმანეთი უნდა დაიბრუნონ.

„ცალკე აღებული, რომელიმე ამ მიმართულების უზრუნველყოფა, შეიძლება, შედარებით რა თქმა უნდა, ადვილიც კი იყოს, ან ერთის ხარჯზე მეორე უფრო ადვილად გამოგვივიდეს. ეს ყველაფერი ერთად კი, ურთულესი აღსასრულებელია, მაგრამ ჩვენ ეს უნდა შევძლოთ ყველამ ერთად.

ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს აფხაზ და ოს დებს და ძმებს, რომ ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს, რაც შეიძლება მალე, ურთიერთპატიებით, შერიგებით და სიყვარულით და როდესაც ვლაპარაკობთ ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობაზე, უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია გვინდა მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით და არა რომელიმეს ხარჯზე ან სანაცვლოდ.

26 ოქტომბერს, არა მხოლოდ “ქართულმა ოცნებამ”, არამედ საქართველომ უნდა გაიმარჯვოს მის მოწინააღმდეგეებზე, ამიტომ, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საქართველოს, ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს!“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს