დეა მეტრეველი მამუკა მდინარაძეს  - არჩევნების წინ, ხელისუფლებაში დარჩენის ჟინით შეპყრობილი, ფარისევლურ განცხადებას აკეთებ

„ძლიერი საქართველოს“ წევრი, დეა მეტრეველი უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს მიმართავს და აცხადებს, რომ მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადება - „მართლმადიდებლური ქრისტიანობა - საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი!“ - უტიფრობა და სირცხვილია.

როგორც მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს, მამუკა მდინარაძე „არჩევნების წინ, ხელისუფლებაში დარჩენის ჟინით შეპყრობილი, ფარისევლურ განცხადებას აკეთებს“.

დეპუტატ მამუკა მდინარაძეს - არც ერთხელ არ შეგიმჩნევია, სიტყვა არ დაგიძრავს, კითხვები არ დაგისვამს კულტურის მინისტრისთვის გელათში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე, ღვთისმშობლის ჩამოშლილ მოზაიკაზე, ჯვრის მონასტერში და გერგეტის სამებაში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე და არჩევნების წინ, ხელისუფლებაში დარჩენის ჟინით შეპყრობილი, ფარისევლურ განცხადებას აკეთებ - „მართლმადიდებლური ქრისტიანობა - საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი!“-აო, უტიფრობა და სირცხვილია.

დიახ, არაფერია საქართველოში იმაზე მეტად სახელმწიფოებრივი და ქრისტიანული ვიდრე ქართული ქრისტიანული ხელოვნება, რომელიც ნგრევის და გაქრობის პირას მიიყვანა ხელისუფლებამ და დღეს მაღალი პედესტალიდან გადმომდგარი მორალს გვიკითხავთ“, - წერს დეა მეტრეველი სოციალურ ქსელში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება