სალომე სამადაშვილი - გაჭირვებული კაცი ხავსს ეჭიდება და არჩევნების წაგებით შეშინებული რუსი ოლიგარქი ეკლესიის კალთას - ჩამოწერილი „ქოცები“ მონასტერში არ გაამწესოს, ვშიშობ, მეტი დამაჯერებლობისთვის

გაჭირვებული კაცი ხავსს ეჭიდება და არჩევნების წაგებით შეშინებული რუსი ოლიგარქი ეკლესიის კალთას - ჩამოწერილი „ქოცები“ მონასტერში არ გაამწესოს, ვშიშობ, მეტი დამაჯერებლობისთვის, - ამის შესახებ გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ჯობია ბიძინა ივანიშვილი ისევ 100 ქარხნის დაპირებას დაუბრუნდეს.

„გაჭირვებული კაცი ხავსს ეჭიდება და არჩევნების წაგებით შეშინებული რუსი ოლიგარქი-ეკლესიის კალთას.

საკონსტიტუციო უმრავლესობა არ იყო მის ხელში ამდენ ხანს? მიეღოთ რაც უნდოდათ, კონსტიტუციას რომ ცვლიდნენ. საქართველოს ეკლესიას 17 საუკუნეა განსაკუთრებული როლი აქვს ამ ქვეყანაში და 2024 წლის აგვისტოში გაუნათდათ გონება „ქოცებს“?

ეკლესიის მითვისება არ გაუვიდა და მეორეჯერ ჩავწერ კონსტიტუციაში იმას, რაც უკვე წერიაო.

ჩამოწერილი „ქოცები“ მონასტერში არ გაამწესოს, ვშიშობ, მეტი დამაჯერებლობისთვის.

ჯობია ისევ 100 ქარხნის დაპირებას დაუბრუნდეს, ეგება კიდევ ვინმემ დაუჯეროს“, - წერს სამადაშვილი.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში, პარტიის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს