თინა ბოკუჩავა - სიღატაკე, გაჭირვება, უპერსპექტივობა, უმუშევრობა, გაზრდილი ფასები, კორუფცია, კლანური მმართველობა - ეს მოიტანა ივანიშვილმა 12 წლის განმავლობაში

სიღატაკე, გაჭირვება, უპერსპექტივობა, უმუშევრობა, გაზრდილი ფასები, კორუფცია, კლანური მმართველობა - ეს მოიტანა ივანიშვილმა 12 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჯვარში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ „სამეგრელო არჩევანს გააკეთებს ევროპულ კეთილდღეობაზე და უარს ეტყვის იზოლაციას და სიღატაკეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოიტანა“.

„თქვენ ხართ გამარჯვების სიმბოლო სამეგრელოსთვის და დარწმუნებული ვარ, სამეგრელო გახდება გამარჯვების სიმბოლო მთელი საქართველოსთვის ძალიან მალე. მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებდა თქვენს მხარესთან, ჩვენს მხარესთან, განსაკუთრებულ მხარესთან და მე მინდა რომ აქედან მას გავაგონოთ გამარჯვების ხმა! იმ გამარჯვების, რომელიც მალე მოვა სამეგრელოში და სრულიად საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენ კარგად გვესმის, რა არის 26 ოქტომბრის არჩევნები. ეს არის არჩევანი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის: ევროპული კეთილდღეობა თუ სიღატაკე იზოლაციაში. სიღატაკე, გაჭირვება, უპერსპექტივობა, უმუშევრობა, გაზრდილი ფასები, კორუფცია, კლანური მმართველობის - ეს მოიტანა ივანიშვილმა 12 წლის განმავლობაში. ამიტომ, არჩევანი არის ძალიან მარტივი და დარწმუნებული ვარ, სამეგრელო არჩევანს გააკეთებს ევროპულ კეთილდღეობაზე და უარს ეტყვის იზოლაციას და სიღატაკეს, რომელიც ივანიშვილმა მოიტანა. ყველა შეხვედრაზე, რომელსაც ივანიშვილი შუშის აკვარიუმის მიღმა ატარებს, საუბრობს საზოგადოების დაყოფაზე, დანაწევრებაზე, საუბრობს სიძულვილის ენით და ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის შემდეგაც კი თავს ესხმის ოპოზიციას, იმუქრება „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებით, ებრძვის მიხეილ სააკაშვილს ნაცვლად იმისა, რომ ებრძოლოს გაჭირვებას, სიდუხჭირეს, უმუშევრობას, რაც ყველგან გვხვდება, სადაც ჩავდივართ. მაგრამ სწორედ ეს უნდა დავამარცხოთ ყველამ 26 ოქტომბერს, და ავირჩიოთ ევროპული პერსპექტივა, რასაც ერთიანობით აუცილებლად შევძლებთ. 2003 წლის დიდი ცვლილებების მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიტანა, იყო ერთიანობა. როცა ქართველი ხალხი ერთიანდება, ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. დღეს ერთიანობის მთავარი ფლაგმანი არის "ნაციონალური მოძრაობა", ნომერი 5, რომელიც იქნება გამარჯვების მთავარი ფლაგმანი და გახდება გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ღირსეული, თავაწეული წევრი, სადაც იქნება ევროპული განათლება, ხელფასები და პენსიები, ევროპული ჯანდაცვა: ეს არის ის პერსპექტივა, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით და რომელსაც აუცილებლად მოვიპოვებთ ერთიანობით“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებთან დამკვირვებლები პატრულირებენ 24 საათი, წელიწადში 365 დღე - ეს ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას საქართველოში უსაფრთხოების მხარდაჭერის მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 10.11.2025
თბილისს ახალი ელეგანტური ადგილი შეემატა - „Royal Tbilisi“
ზღარბი დაბრუნდა - სწრაფი დაგროვებით და ახალი შეთავაზებებით
„ევროკრედიტმა“ შვეიცარიის impact ინვესტიციების მენეჯმენტ კომპანიისგან 3 მლნ დოლარის დაფინანსება მიიღო, რომელიც FINMA-ს მიერ რეგულირდება
პირველი ქართული AI შოპინგი Dressup.ge-ზე: მოირგე სამოსი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით
გათბობის ქვაბის სერვისი და გარანტია კომპანია „სოლვერისგან“
წინანდლის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმზე Grand Jury Du Vin-მა იტალიური კლასიფიკაციის ღვინოები წარადგინა
TKTFLY.GE მომხმარებლებს ავიაბილეთის შეძენის ახალ გამოცდილებას სთავაზობს