თამარ კორძაია - დაგვრჩა მთავარი ბრძოლა 26 ოქტომბერს, მთავარია იქამდე მივიდეთ ისეთივე ძლიერები, ისეთივე პრინციპულები, როგორებიც 12 წლის განმავლობაში ვიყავით

თქვენ საკუთარი, ინდივიდუალური ბრძოლა გაქვთ, რომელსაც შესაძლოა, ჩვენ ზოგჯერ ვერც ვხედავდეთ - ალბათ, ყოველი ფეხის ნაბიჯზე გიწევთ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ხმის ამოღება და საქმის კეთება, მაგრამ დაგვრჩა მთავარი ბრძოლა 26 ოქტომბერს, მთავარია იქამდე მივიდეთ ისეთივე ძლიერები, ისეთივე პრინციპულები, როგორებიც 12 წლის განმავლობაში ვიყავით, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ჯვარში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ 26 ოქტომბერს ერთიანობით „ქართული ოცნება“ უნდა დაამარცხოს.

„დღეს ჩვენი ვალდებულებაა, რომ ხმა ამოვიღოთ და ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ. ჩვენი ხმა ოთხ წელიწადში ერთხელ, არის იმდენად ძლიერი, რომ ბიძინა ივანიშვილის კი არა, ნებისმიერის გადადგმა შეიძლება, ოღონდ, ჩვენ ამ ხმის სიძლიერის უნდა გვჯეროდეს. ამიტომ არის, რომ 26 ოქტომბერს უნდა დავამარცხოთ ეს ხელისუფლება და ერთიანობით უნდა შევძლოთ ევროპული პერსპექტივის მოპოვება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გააჩერა და შეაჩერა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბრძოლა ასეთი გაშლილია- ზოგი პარლამენტში, ზოგი სასამართლოებში, ზოგიც რაიონებში. ყველა ჩვენს ადგილას გასაკეთებელს ვაკეთებთ. ვიცი, რომ თქვენ აქ, ჯვარში, იბრძვით - საკუთარი, ინდივიდუალური ბრძოლა გაქვთ, რომელსაც შესაძლოა, ჩვენ ზოგჯერ ვერც ვხედავდეთ - ალბათ, ყოველი ფეხის ნაბიჯზე გიწევთ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ხმის ამოღება და საქმის კეთება, მაგრამ მთავარი ბრძოლა 26 ოქტომბერს დაგვრჩა, მთავარია იქამდე მივიდეთ ისეთივე ძლიერები, ისეთივე პრინციპულები, როგორებიც 12 წლის განმავლობაში ვიყავით. მხოლოდ ორი თვე დაგვრჩა და სწორედ 26 ოქტომბერს, ერთიანობით, ერთიანი გააზრებით, ჩვენი ქვეყნის მომავლის, ჩვენი ქალაქების, ჩვენი ოჯახების მომავლის, ჩვენი შვილების მომავლისთვის და ვეუბნებით „კის“ კეთილდღეობას ევროპაში და ვეუბნებით „არას“ სიღატაკეს იზოლაციაში", - განაცხადა თამარ კორძაიამ ჯვარში გამართულ შეხვედრაზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება