პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ აბაშის ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ აბაშის ოფისი გახსნა. აღნიშნულ ინფორმაციას გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ნიკა მელიამ ოფისის გახსნისას აღნიშნა, საქართველო ევროპულ მომავალს იმსახურებს, სწორედ ამიტომ „26 ოქტომბერი არის განმსაზღვრელი თუ როგორ სახელმწიფოში იცხოვრებს თითოეული აბაშელი“.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ ცვლილებებში და ამას ხალხთან საუბარი გვიღვივებს. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ არა მარტო ამომრჩეველი უნდა გახდეს, არამედ დაიცვას საკუთარი ხმა. ორჯერ მეტ ადამიანს სურს ცვლილებები. ჩვენ ერთმანეთი უნდა გავამხნევოთ. მთავარი ამოცანაა 27 ოქტომბრიდან ქვეყანაში ცხოვრების უკეთესი ხარისხი იყოს. ქვეყნიდან კი არ მიდიოდნენ, არამედ ევროპული კეთილდღეობა, იქაური სტანდარტი, აქ გვქონდეს. საქართველო კარგ არჩევანს, კარგ მომავალს იმსახურებს. განსაკუთრებით ამას სამეგრელო იმსახურებს, რომელსაც ამისთვის ბევრი უბრძოლია. 26 ოქტომბერი არჩევნები ვიღაცის მოგების ან წაგების არ იქნება. როგორც 2003 წლის 23 ნოემბერი თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ ისტორიაში განმსაზღვრელი იყო, ასე იქნება 26 ოქტომბერიც. მადლობა თანადგომისთვის, მადლობა მხარდაჭერისთვის, მადლობა, რომ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძვით“, - განაცხადა მელიამ.

ასევე, როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში აბაშა მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის.

„ეს ისტორიული არჩევნებია, თუ სადმე ჩემი ოჯახისთვის ისტორიულობა, ევროპისთვის ბრძოლის, თავისუფლებისთვის ბრძოლა იგრძნობა და აღწერილია, არის აბაშა. თანამედროვე სახელმწიფო არ უფრთხილდება ჩვენს მთავარ ისტორიულ მემკვიდრეობას - დამოუკიდებელ და ევროპული სახელმწიფოს. ისტორიული ხაზი, იმ თაობის, რომელმაც დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნა. ჩვენი ისტორიული ტრადიციაა - დამოუკიდებელი, თავისუფალი, წარმატებული ევროპული საქართველო, რომელიც დღეს ხელოვნურად გამოწვევის წინაშე დააყენეს. ეს არის არჩევნები და არა ვინმე ცალკეული პოლიტიკური ჯგუფის გამარჯვება/წაგება. დარწმუნებული ვარ, აბაშა საკუთარ მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის“, - განაცხადა ხოშტარიამ.

„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები დღეს სამეგრელოს მასშტაბით ოფისებს ხსნიან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება