ელენე ხოშტარია - დარწმუნებული ვარ, რომ აბაშა თავის ისტორიულ სათქმელს კიდევ ერთხელ იტყვის

დარწმუნებული ვარ, რომ აბაშა თავის ისტორიულ სათქმელს კიდევ ერთხელ იტყვის, - ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აბაშაში შეკრებილ საზოგადოებას.

მისივე თქმით, დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული, წარმატებული საქართველო, დღეს ისევ ხელოვნურად გამოწვევის წინაშე დააყენეს.

„მინდა, განსაკუთრებული სიტყვა გითხრათ, იმ თვალსაზრისით, რომ თუ სადმე ჩემი ოჯახისთვის ისტორიულობა, არჩევნების, ევროპისთვის ბრძოლის, თავისუფლებისთვის ბრძოლის, დასავლეთისთვის ბრძოლის იგრძნობა და აღწერილია, არის აბაშა, განსაკუთრებით სუჯუნა, საიდანაც ვართ წარმოშობით და საიდანაც უდიდესი ქართველი, ჩემი დიდი ბაბუა, აკაკი ხოშტარია იყო.

შემთხვევითი არ არის, რომ ის ძალით არის რაღაცნაირად ისტორიულ კუთხეში მიმწყვდეული, იმიტომ, რომ დღევანდელი თანამედროვე სახელმწიფო სათანადოდ არ უფრთხილდება, ხოლო ივანიშვილის რეჟიმი პირიქით წინააღმდეგია, იმ ჩვენი მთავარი ისტორიული მემკვიდრეობისა, რაც არის დამოუკიდებელი ევროპული საქართველო, დამოუკიდებელი სახელმწიფო 18-21 წლებში.

საუკუნის დასაწყისში, აკაკი ხოშტარია აშენებდა რკინიგზას, უშვებდა ახალგაზრდებს სასწავლებლად, იყიდა ფლოტის გემები და შემდეგ, აი, ეს ადამიანი, ოჯახთან ერთად, რუსებმა ბოლომდე ამოჟლიტეს. მერე დამოუკიდებლობის არჩევნებზე, მამაჩემმა გოგი ხოშტარიამ მოიგო, სწორედ აბაშაში და თქვენი მიცემული ხმით, ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს.

ეს ისტორიული ხაზი, ზოგადად იმ თაობის, ვინც დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნა, მერე იმ თაობის, რომელმაც აღადგინა, ახლა გრძელდება და ამ პასუხისმგებლობას ყველაზე მეტად სწორედ ახლა ვგრძნობ. დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული, წარმატებული საქართველო, რომელიც დღეს ისევ ხელოვნურად გამოწვევის წინაშე დააყენეს. სწორედ ასეთია ეს არჩევნები და არა ვინმე ცალკე პოლიტიკური ჯგუფის ამოცანა, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ აბაშა თავის ისტორიულ სათქმელს კიდევ ერთხელ იტყვის“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ აბაშის ოფისი გახსნა. ამასთან, „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები დღეს სამეგრელოს მასშტაბით ოფისებს ხსნიან.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს