უკრაინელებმა კიევის თავზე 10-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა და ათამდე ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

რუსულმა ძალებმა კიევს 10-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტით, ათამდე ბალისტიკური რაკეტით და დრონებით დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტები! ქალაქში სარაკეტო დარტყმის შედეგად ნამსხვრევები ჩამოვარდა გოლოშეევსკის, სვიატოშინსკის, დნეპრისა და შევჩენკოვსკის რაიონებში. წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა და არასაცხოვრებელი ფართები დაზიანდა“, - აღნიშნა პოპკომ.

მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქის საჰაერო სივრცეში ათზე მეტი ფრთოსანი რაკეტა, 10-მდე ბალისტიკური რაკეტა და თავდასხმის დრონი გაანადგურეს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა