გიორგი კალანდარიშვილი ინფორმაციაზე, რომ მოქალაქეებმა მიიღეს დავალება, ხმის მიცემის შემდეგ ბიულეტენს ფოტო გადაუღონ - საარჩევნო კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღება აკრძალულია, ისევე როგორც საარჩევნო უბნიდან ბიულეტენის გატანა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამომრჩევლებს განუმარტავს, რომ საარჩევნო კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღება აკრძალულია, ისევე როგორც საარჩევნო უბნიდან ბიულეტენის გატანა. „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გიორგი კალანდარიშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა იმის თაობაზე, რომ არჩევნებში მონაწილე ზოგიერთი პარტიის მხრიდან ამომრჩევლებზე ზეწოლას აქვს ადგილი. კერძოდ, მოქალაქეებმა მიიღეს დავალება, საარჩევნო კაბინაში, ხმის მიცემის შემდეგ ბიულეტენს ფოტო გადაუღონ და წარმოადგინონ.

კალანდარიშვილის თქმით, საარჩევნო კაბინის ვიზუალის ცვლილება, დამკვირვებლებს შესაძლებლობას მისცემს, რომ კაბინაში ამომრჩეველთა მხრიდან აკრძალული ქმედება აღკვეთონ.

„ნამდვილად ვერ გეტყვით, ვინ რას ავალებს, რომელი პოლიტიკური პარტია, რა მიზნით და ა.შ. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ჩვენ ყოველთვის კანონმდებლობით ვმოქმედებთ! კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის დღეს, კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღება აკრძალულია, ისევე როგორც აკრძალულია საარჩევნო უბნიდან ბიულეტენის გატანა. გასული წლებისგან განსხვავებით, წელს იქნება მხოლოდ ერთი ბიულეტენი, რომელიც იქნება დიდი ზომის და ის კომისიისთვის, სხვა იქ მყოფნი უფლებამოსილი პირებისთვის ხილვადია. ეს ამომრჩეველს იმის შესაძლებლობას არ მისცემს ბიულეტენი უბნიდან გაიტანოს.

გარდა კანონმდებლობისა, წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსხვავებული დიზაინის საარჩევნო კაბინები იქნება, რომელსაც წინა მხარე ამოღებული ექნება. წინა მხარეს მხოლოდ ისეთი სიმაღლე იქნება დატოვებული, რომელიც ამომრჩეველს ფარულობისთვის სჭირდება. ეს არის იმისთვის, რომ იქ მყოფმა უფლებამოსილმა პირებმა თვალყური მიადევნონ ამომრჩეველს, ხომ არ იღებს ფოტო-ვიდეოს და ასეთი შემთხვევების პრევენცია განხორციელდეს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ასეთი ტიპის რისკები მაქსიმალურადაა გათვალისწინებული,“- განაცხადა კალანდარიშვილმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი