ეკა გიგაური - ძალიან ღირსეული სამოქალაქო სექტორი გვყავს, რადგან 1 პროცენტიც არ არის, ვინც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრირდება - ხელისუფლებისგან ნაბიჯები გადაიდგმება, თუმცა ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ

ვფიქრობ, ძალიან ღირსეული ქართული სამოქალაქო სექტორი გვყავს იმის გამო, რომ 1 პროცენტიც არ არის, ვინც რეესტრში რეგისტრირდება - ვიცით, რომ ხელისუფლების მხრიდან გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება, თუმცა ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ, ჩვენთვის დღეს ყველაზე მთავარი არჩევნებზე დაკვირვებაა, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მესამე სექტორი რუსული კანონებით საქართველოში ცხოვრებას არ აპირებს.

"როგორც ჩვენ მრავალჯერ აღვნიშნეთ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" არ აპირებს რეგისტრაციას. ჩვენ არ ვაპირებთ რუსული კანონებით საქართველოში ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ გარკვეულ ნაბიჯები გადაიდგმება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვენთვის დღეს უკვე ყველაზე მთავარი არის არჩევნები, არჩევნებზე დაკვირვება და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად.

მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეული ქართული სამოქალაქო სექტორი გვყავს ჩვენ იმის გამო, რომ 1%-იც არ არის, ვინც რეგისტრირდება ამ რეესტრში. ალბათ, არ გამოუვიდა და არც გამოუვათ რუსული კანონების მიღება ჩვენს ქვეყანაში," - განაცხადა გიგაურმა.

ცნობისთვის, ორგანიზაციებისთვის შესაბამის რეესტრში დარეგისტრირების ვადა მიმდინარე წლის 2 სექტემბრის ჩათვლითაა განსაზღვრული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს