ნინო ევგენიძე - არ ვაპირებთ დავემორჩილოთ ღირსების შემლახავ „რუსულ კანონს“ - საქართველო რუსეთი არ არის და აქ ვერ მოხერხდება იმ სისტემის ჩამოყალიბება, რაც პუტინის რუსეთს გააჩნია

ჩვენ არ ვაპირებთ დავემორჩილოთ ამ ღირსების შემლახავ „რუსულ კანონს“ - საქართველო რუსეთი არ არის და აქ ვერ მოხერხდება იმ სისტემის ჩამოყალიბება, რაც პუტინის რუსეთს გააჩნია, - ამის შესახებ "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ევგენიძემ მე-8 საერთაშორისო კონფერენციის - „გარდამტეხი წელი" დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. "რუსული კანონი" ქართულ სახელმწიფოებრიობას ანგრევს.

"რა თქმა უნდა, ისევე როგორც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების 99%, როგორც ამას იუსტიციის სამინისტრო ამბობს, არ ვაპირებთ დავემორჩილოთ ამ ღირსების შემლახავ "რუსულ კანონს", იმიტომ, რომ ის ანგრევს ქართულ სახელმწიფოებრიობას. საქართველო რუსეთი არ არის და აქ ვერ მოხერხდება იმ ნაბიჯების [გადადგმა] და იმ სისტემის ჩამოყალიბება, რაც პუტინის რუსეთს გააჩნია. ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო ყოველთვის იყოს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი და ყოველთვის ჰქონდეს თავისი ღირსეული ადგილი მოწინავე ქვეყნებსა და განვითარებულ დასავლურ სამყაროს წევრებს შორის," - განაცხადა ევგენიძემ.

ცნობისთვის, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრირების ვადა დღეს იწურება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი