დევიდ კრამერი - აშშ-სთვის გლობალური ომის პარტიის წოდება აბსურდია - რეალური გლობალური ომის პარტიის შტაბბინა მოსკოვშია

ქართველების გადასაწყვეტია, ვის აირჩევენ თავიან ლიდერებად, ქართველმა ხალხმა თავად უნდა განსაზღვროს თავისი მომავალი, აირჩიონ თავიანთი ლიდერები, რომ მიიღონ გადაწყვეტილება მომავალ ორიენტაციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორმა დევიდ კრამერმა „თბილისი რუმსში“ განაცხადა, სადაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ მასპინძლობენ.

„ჩვენ აქ ვართ საინტერესო დროს. ჩვენ აქ ვართ იმ დროს, როდესაც საქართველო გზაჯვარედინზე იმყოფება, სიტუაცია არის ძალიან პოლარიზებული და ძალიან პოლიტიზირებული. ასევე საგრძნობია გაურკვევლობა არჩევნებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კრამერმა.

მისი თქმით, ქართველი ხალხს გადასაწყვეტია, ვის აირჩევს ლიდერებად.

„მოვუსმენთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. სამოქალაქო საზოგადოების, რომელიც, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მზარდი საფრთხისა და თავდასხმის ქვეშ იმყოფება. ქართველმა ხალხმა თავად უნდა განსაზღვროს თავისი მომავალი, აირჩიოს თავისი ლიდერები, რომ მიიღონ გადაწყვეტილება მომავალ ორიენტაციასთან დაკავშირებით. მაგრამ ნათელია ისიც, რომ მიზეზი რატომაც გამოირჩეოდა საქართველო მრავალი ადამიანისთვის აშშ-ში, ევროპასა და სხვაგან, არის ის, რომ ქართველი ხალხი არის ასეთი პრო-დასავლური, პროევროპული, პროამერიკული, პროდემოკრატიული. ქართველი ხალხი აცნობიერებს, რომ მათი მომავალი დასავლეთთანაა. საქართველოს ლიდერებმა უნდა ასახონ თავიანთი ხალხის მიზნები და მისწრაფებები“, - აღნიშნა კრამერმა.

მისი თქმით, აბსურდია იმის მტკიცება, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევა სურს.

„ტერმინი გლობალური ომის პარტია, რომელიც გვესმის და ბოლო დროს გამოიყენება. საკმაოდ განსაცვიფრებლად მიმაჩნია, რომ ის აშშ-სთან მიმართებაში ვრცელდება. არავის სურს, რომ ომი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა დაიწყო უკრაინაში, გავრცელდეს. აშშ-ს არ სურს, საქართველოს ომში ჩათრევა, არავის სურს საქართველოს ომში ჩათრევა - ეს სრული სისულელეა. აბსურდია ჩვენთვის გლობალური ომის პარტიის წოდება. რეალური გლობალური ომის პარტიის შტაბბინა მოსკოვშია. ბოლოსდაბოლოს, სწორედ რუსულ ძალებს აქვთ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი და არა შეერთებული შტატების ძალებს“, - აღნიშნა კრამერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში