3 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება

3 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. მეათე მოწვევის პარლამენტი პლენარულ სხდომებს სექტემბრის თვეში - ორი სასესიო კვირის ფარგლებში გამართავს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მოახლოებული არჩევნების გათვალისწინებით, პლენარული სხდომები შემჭიდროებულად გაიმართება, რითაც პარლამენტის წევრებს საარჩევნო მარათონში ჩართვისა და ამომრჩევლებთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ.

პარლამენტი დაგეგმილი სესიების ფარგლებში “ამნისტიის პროექტის“, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტისა და “პენიტენციურ კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების დამტკიცებას გეგმავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება