GCCA - მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით სააგენტოში 570 განაცხადი დაფიქსირდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA), 2024 წლის რვა თვის მონაცემების მიხედვით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 570 განაცხადი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 59 დარღვევის ფაქტი 123 საქმეზე დადასტურდა.

„GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 34 მოვაჭრეს - 47 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში - 38 301 ლარი.

მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 108 საქმეზე - 93 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 69% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 31% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 87%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 4%, რომელსაც მოყვება იმერეთი 2% და სხვა რეგიონები.

მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე დაფიქსირდა 180, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე 179, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 99, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 31, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 22, ფასის მითითებაზე 14, ხოლო სხვა დანარჩენზე 45.

საანგარიშო პერიოდში, 74%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება 12%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება 3%, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 11%-ს.

მომხმარებლის უფლებების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა - https://gcca.gov.ge/index.php?m=401 და გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე consumer@gcca.gov.ge. დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ GCCA-ის ცხელ ხაზზე 15 20,“ - ნათქვამია ინფორმაციაშია.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია