იაგო ხვიჩია „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე - ჩვენ გვაქვს „ქართული ოცნების“ კანონპროექტზე ალტერნატიული წინადადება

ჩვენ გვაქვს „ქართული ოცნების“ კანონპროექტზე ალტერნატიული წინადადება, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩი“ ალტერნატიულ წინადადებას დღეს წარადგენს იურიდიულ კომიტეტზე, სადაც „ქართული ოცნების“ კანონპროექტის ყველა მუხლის ყველა პუნქტზე ალტერნატიული შეთავაზებაა.

როგორც ხვიჩიამ განმარტა, „გირჩის“ შეთავაზება ზუსტად იგივე პრინციპების დაცვით შეიქმნა, როგორც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა თავისი კანონპროექტი, ამიტომ, დეპუტატის ვარაუდით, მათი შეთავაზებისა და „ქართული ოცნების“ კანონპროექტის ერთმანეთთან ჰარმონიულად განხილვა შესაძლებელია.

„ამ კანონის მიღებას ნებისმიერ დროს დადებითად ვაფასებ, მიუხედავად იმისა, წინასაარჩევნო გარემოება გვაქვს თუ არა ქვეყანაში. მე მგონი ეს არ უნდა უშლიდეს ხელა იმ ადამიანების მდგომარეობის შემსუბუქებას, რომელიც დიდი ხანია ამას ელოდება. ჩვენ გვაქვს „ქართული ოცნების“ კანონპროექტზე ალტერნატიული წინადადება. დღეს წარვადგენთ ამას იურიდიულ კომიტეტზე, სადაც მათ ყველა მუხლის ყველა პუნქტზე ჩვენ ალტერნატიული შეთავაზება გვაქვს. ჩვენი შეთავაზება ზუსტად იგივე პრინციპების დაცვით შევქმენით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თავისი კანონპროექტი. ამიტომ, მგონი შეიძლება ჩვენი შეთავაზებისა და „ქართული ოცნების“ კანონპროექტის ერთმანეთთან ჰარმონიულად განხილვა. მე არ მაქვს ილუზია, რომ ამ წინადადებას სრულად მიიღებენ, მაგრამ მაქვს და მინდა ვიქონიო იმედი, რომ „ქართული ოცნება“, მათ შორის ბევრ ბუნდოვან მუხლს, რომელიც მათ კანონპროექტში იყო, სხვანაირი თვალით შეხედავს და გაითვალისწინებს მათზე შენიშვნებს. შენიშვნები, როგორც გითხარით, ყველა გაფართოებისკენ არის მიდრეკილი. ან შესაწყალებელ პირთა წრე ფართოვდება, ან მუხლების და პატიმრობის ვადების ჩამონათვალი, რომელიც იყო „ქართული ოცნების“ კანონპროექტით შეთავაზებული“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, დღეს „ამნისტიის შესახებ“ პროექტს განიხილავს. საკომიტეტო განხილვა მეორე მოსმენით, მუხლობრივად გაიმართება.

პროექტის მიხედვით, ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებზე გავრცელდება. მასში გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: - პასუხისმგებლობისგან დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4 -ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში