პაატა მანჯგალაძე - ხალხი „ქართული ოცნების“ კამპანიით საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ხელისუფლებისთვის შუშის აკვარიუმში ჩასმული შეშინებული ბიძინა ივანიშვილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხალხი და მისი პრობლემები

ხალხი „ქართული ოცნების“ კამპანიით საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ხელისუფლებისთვის შუშის აკვარიუმში ჩასმული შეშინებული ბიძინა ივანიშვილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხალხი და მისი პრობლემები, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძე განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ხალხი უკეთესი ცვლილებებისთვის არის განწყობილი.

“უამრავ ადამიანს ვხვდებით „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში და ხალხი განწყობილია უკეთესი ცვლილებებისთვის, საქართველოს არჩევანი გაკეთებული აქვს.

არ დამავიწყდება ჯვარში სკოლის მასწავლებლებთან საუბარი, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ ხელისუფლება იმდენად აცდენილია რეალობას და იმდენად გათავხედდნენ, რომ დაპირებითაც კი არ გვპირდებიან, რომ რამეს შეცვლიან და ჩვენთვის, ხალხისთვის რამეს გააკეთებენ.

თუმცა, რომც დაგვპირდნენ, ვინ დაიჯერებს, თუ მართლა რამის გამკეთებლები იყვნენ, 12 წელი ჰქონდათ ამისთვის და გააკეთებდნენო. ხალხი „ქართული ოცნების“ ამ კამპანიით საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ხელისუფლებისთვის შუშის აკვარიუმში ჩასმული შეშინებული ბიძინა ივანიშვილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხალხი და მისი პრობლემები.

26 ოქტომბრისთვის გადაწყვეტილებაც შესაბამისია. ამ არჩევნებზე ჩვენი მოქალაქეები მხარს დაუჭერენ ერთიანობას, ევროპას, უკეთესი ცხოვრების პირობებს და ქართველი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებას.

ჩვენ გვაქვს მარტივი არჩევანი, კეთილდღეობა ევროპასთან ერთად ან სიღარიბე ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ, რომლის სიტყვასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს