თინა ბოკუჩავა - ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ავირჩიოთ კეთილდღეობა ევროპაში და უარი ვუთხრათ პოლიტიკურ დევნას, შურისძიებას და დაპირისპირებას

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ავირჩიოთ კეთილდღეობა ევროპაში და უარი ვუთხრათ პოლიტიკურ დევნას, შურისძიებას და დაპირისპირებას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე სხდომა გაიმართება.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არის პრეზიდენტი, რომლის მმართველობის დროსაც ეკონომიკური მაჩვენებელი 12-ჯერ გაიზარდა.

„როდესაც პრეზიდენტს, რომლის მმართველობის დროს ათჯერ და თორმეტჯერ გაიზარდა პენსიები, ბიუჯეტი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებელი და პიჯაკების გამო ასამართლებ, ეს ყველაზე ცხადად მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ებრძვის იმ რეფორმებს, აღმშენებლობას, პროგრესს და ეკონომიკურ წინსვლას, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობამ მოიტანა ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება შესაძლებლობა ჩვენ კიდევ ერთხელ ავირჩიო კეთილდღეობა ევროპაში და უარი ვუთხრათ პოლიტიკურ დევნას, შურისძიებას, დაპირისპირებას, ქაოსს და საერთაშორისო იზოლაციას, სიღატაკეს, რომელიც თან ახლავს ივანიშვილის 12 - წლიან მმართველობას“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

გარდა ამისა, მან ისაუბრა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, რომლის განხილვასაც პარლამენტი უბრუნდება. ბოკუჩავას თქმით, აღნიშნულ დისკუსიაში „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მიიღებს, რადგანაც ხელისუფლება ცრუ ნარატივებით ცდილობს გადაფაროს ადამიანების რეალური პრობლემები.

„საქართველოს თითოეულ რეგიონში, სადაც ჩვენ მივდივართ და ვხვდებით ადამიანებს, ვხედავთ, რომ რეალურ გამოწვევები არის უმუშევრობა, გაზრდილი ფასები, სიღარიბე, უპერსპექტივობა კორუფცია და კლანური მმართველობა, რომელიც ჩვენი ერთიანობით 26 ოქტომბრის არჩევნებზე უნდა დავამარცხოთ და ავირჩიოთ ევროპული კეთილდღეობა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის პოზიციას, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნით არ დარეგისტრირდებიან შესაბამის რეესტრში, თინა ბოკუჩავას თქმით, მესამე სექტორს ამასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება აქვს მიღებული და მათ ერთსულოვნებას მიესალმება.

„სამოქალაქო სექტორს ძალიან კარგად ესმის ქართველი ხალხის ხმა, რომელიც ამბობს, „არა რუსულ კანონს“ და „კი ევროპას“. მათი არჩევანიც და გადაწყვეტილებაც შეესაბამება ქართველი ხალხის ამ პოზიციას", - განაცხადა ბოკუჩავამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია