ალუდა ღუდუშაური - იმდენად უსუსურ მდგომარეობაში იყვნენ სარჩელის ავტორები და მათი თანმხლებები, რომ ზოგიერთს ეძინა კიდეც - ასეთ მძინარა და უარგუმენტო  წარმომადგენლებთან რა საჭირო იყო, მძიმე წონით ვყოფილიყავით წარმოდგენილი?

იმდენად უსუსურ მდგომარეობაში იყვნენ სარჩელის ავტორები და მათი თანმხლები პირები, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ზოგიერთს ეძინა კიდეც - ასეთ მძინარა და უარგუმენტო წარმომადგენლებთან რა საჭირო იყო, რომ მძიმე წონით ვყოფილიყავით წარმოდგენილი? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ არ ესწრებოდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ავტორები საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს.

მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი აუცილებლად იმუშავებს და ისინი უზრუნველყოფენ, რომ ქვეყნის მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია ვინ არიან ეს ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციები, რას აკეთებენ ისინი.

„კანონის მთელი არსი და მოტივი გახლავთ გამჭვირვალობა. სასწორის ორ პინაზე შემოთავაზებულია - გამჭვირვალობა VS სიბნელე, გაუმჭვირვალობა, უკონტროლო მიმოქცევაში გაშვებული შავი ფული, რომელიც როგორც ჩანს, მათ მართლაც დასამალი აქვთ და ისინი ღიად, პირდაპირ პოლიტიკაში არიან შემოჭრილები.

თუ ამათ არაფერი არ აქვთ დასამალი და გამჭვირვალობასთან საწინააღმდეგო, როგორ შეიძლება ბუნებაში არსებობდეს ისეთი რამ, რომ კარგ საქმეს ემსახურებიან, თითქოს და ამით გამჭვირვალობას უპირისპირდებიან - ეს ხომ წარმოუდგენელია. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში კანონი იმუშავებს და ყველაზე მთავარი - ჩვენ უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ექნებათ ინფორმაცია ვინ არიან ეს ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციები, რას აკეთებენ. კარგის და ცუდის შემთხვევაშიც, თუ ასეთი იქნება ანალიზს თვითონ გააკეთებენ“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

კითხვაზე, რატომ არ მიიღეს უშუალოდ ავტორებმა და ინიციატორებმა განხილვაში მონაწილეობა საკონსტიტუციო სასამართლოზე ღუდუშაურმა უპასუხა, რომ დეპუტატების დასწრების არანაირი საჭიროება არ იყო.

„სამართლის ცოდნის ასპარეზი სასამართლოზე პირველი არის კომიტეტი და პარლამენტის სასესიო სხდომათა დარბაზი. თუ მართლაც რაიმე ჰქონდათ, უნდა უზრუნველყონ ის, რომ სამართლებრივ ჭიდილში შემოსულიყვნენ. ეს ვერ გააკეთეს იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ არიან ოროსნები. მეტიც, სულ რომ ხუთოსნები და ათოსნები იყვნენ, იმის არგუმენტი, გამჭვირვალობა რატომ არის ცუდი - ბუნებრივია ვერ იქნებოდა.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს, არანაირი საჭიროება არ გახდა [დეპუტატების დასწრების], იმიტომ, რომ იმდენად უსუსურ მდგომარეობაში იყვნენ სარჩელის ავტორები და მათი თანმხლები პირები, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ზოგიერთს ეძინათ კიდეც. ასეთ მძინარა და უარგუმენტო წარმომადგენლებთან რა საჭირო იყო, რომ მძიმე წონით ვყოფილიყავით წარმოდგენილი?, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის