ზურაბ ჯაფარიძე - ის, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში არ რეგისტრირდებიან, კარგია - რეგისტრაცია და დამღის მოწებება არის პირველი ნაბიჯი, ისე როგორც ეს მოხდა რუსეთში

ის, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში არ რეგისტრირდებიან, კარგია - აბსოლუტურ უმრავლესობას თავიდანვე ჰქონდა გააზრებული, რომ ეს რეგისტრაცია და დამღის მოწებება არის პირველი ნაბიჯი, ისე როგორც ეს მოხდა რუსეთში, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოსგან პოზიტიური მოლოდინი არ აქვს.

"მე არაფერს ველი საკონსტიტუციო სასამართლოსგან. სიმართლე გითხრათ არ ვიცი, ვის აქვს ოპტიმისტური მოლოდინები. ჩემს გარშემოც არავინ ვიცი, ვინც ელოდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საღი აზრის ფარგლებში მიიღებს გადაწყვეტილებას. საკონსტიტუციო სასამართლოში აქვთ უმრავლესობა 6/3-ზე და რასაც უნდათ იმას გააკეთებინებენ.

ის, რომ არ რეგისტრირდებიან სამოქალაქო ორგანიზაციები, კარგია. ეს თავიდანვე ცხადი და გასაგები იყო. აბსოლუტურ უმრავლესობას გააზრებული ჰქონდა, რომ ეს რეგისტრაცია და დამღის მოწებება არის პირველი ნაბიჯი, ისე როგორც ეს მოხდა რუსეთში. ჯერ მიგაწებებენ დამღას და შემდეგ ამ დამღაზე აწებებენ დამატებით შეზღუდვებს, რაც საბოლოო ჯამში, მიდის იმისკენ, რომ ქვეყანაში აღარ იარსებებს აღარც სამოქალაქო სექტორი, აღარც კრიტიკული მედია, ცალკე წამოწყებულია პროცესი ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ და აღარც კრიტიკული ოპოზიციური პარტიები [იქნებიან]. ეს არის ის გზა, რაც გაიარა ყველა ასეთმა კანონმა, ყველა ქვეყანაში, სადაც მიიღეს და არაფერს ახალს ესენი არ აკეთებენ," - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრირების ვადა დღეს იწურება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს