შალვა პაპუაშვილი - ის, რომ ხელოვნური „სამოქალაქო საზოგადოება“ ხალხის ინტერესებსა და საზოგადოების საჭიროებებს არ ასახავს, დონორებს ყურადღების მიღმა რჩებათ - სამწუხაროდ, დონორები თავადვე იქცნენ დაფინანსებული ორგანიზაციების მძევლებად

ის ფაქტი, რომ ხელოვნური „სამოქალაქო საზოგადოება“ ხალხის ინტერესებსა და საზოგადოების საჭიროებებს არ ასახავს, დონორებს ყურადღების მიღმა რჩებათ. სამწუხაროდ, დონორები თავადვე იქცნენ დაფინანსებული ორგანიზაციების მძევლებად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, დონორებმა პასუხისმგებლობის თავიანთი წილი უნდა აიღონ. მისივე განცხადებით, დროა, სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსებისა და ანგარიშვალდებულების გარშემო ვითარება გადაიხედოს, „გამჭვირვალება და დიალოგი გადამწყვეტი იქნება ამ კვანძის გასახსნელად“.

„კიდევ ერთი ირონიული ასპექტი, რომელიც უფრო დამაზიანებელია, ვიდრე ვანდალიზმისა და დემოკრატიის აღრევა, ისაა, რომ დონორები

მოხიბლულნი არიან თავიანთი ქმნილებით და უკრიტიკოდ იღებენ არასამთავრობოების მოქმედებებსა და მოსაზრებებს. ის ფაქტი, რომ ხელოვნური „სამოქალაქო საზოგადოება“ ხალხის ინტერესებსა და საზოგადოების საჭიროებებს არ ასახავს, დონორებს ყურადღების მიღმა რჩებათ. სამწუხაროდ, დონორები თავადვე იქცნენ დაფინანსებული ორგანიზაციების მძევლებად. არასამთავრობოებმა შექმნეს კლანი (მათივე საყვარელი ტერმინი რომ გამოვიყენო), რომლითაც დამფინანსებლების მანიპულირებას ახდენენ. აცდენამ მოლოდინსა და რეალობას, განზრახვებსა და შედეგებს, პრინციპებსა და მანიპულაციას შორის უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოები რადიკალიზმამდე მიიყვანა, რითაც ძალიან დაემგვანენ ჩვენს უნიათო ოპოზიციურ პარტიებს.

დონორებმა პასუხისმგებლობის თავიანთი წილი უნდა აიღონ. დროა, სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსებისა და ანგარიშვალდებულების გარშემო ვითარება გადაიხედოს. გამჭვირვალება და დიალოგი გადამწყვეტი იქნება ამ კვანძის გასახსნელად. ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების უკრიტიკოდ მიღება შეცდომა იყო. თუკი გამჭვირვალების, პლურალიზმისა და კონკურენციის დემოკრატიული პრინციპები რამეს ნიშნავს, მაშინ ისინი არასამთავრობოებსაც ისევე უნდა შეეხოს, როგორც სხვა საზოგადოებრივ აქტორებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს ეხება. სამოქალაქო საზოგადოების არსებული ფრანკენშტეინის მოდელი უპერსპექტივოა. გამჭვირვალების კანონის შესრულება კი კარგი საწყისი წერტილია ამ პრობლემის გადასაჭრელად “, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება