გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ მოაქვს სიღატაკე და იზოლაცია, ამიტომაცაა, რომ მათ ხალხი ზურგს აქცევს - დღეს მათი მხარდაჭერა 20%-ია

„ქართულ ოცნებას“ მოაქვს სიღატაკე და იზოლაცია, ამიტომაცაა, რომ მათ ხალხი ზურგს აქცევს - დღეს მათი მხარდაჭერა 20%-ია, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ კოალიციური მთავრობის, ერთიანობის, ოპოზიციის საერთო ფრონტის ეშინია და ამიტომაცაა, რომ „სიგიჟეებს საუბრობენ“. ამასთან, ვაშაძე აღნიშნავს, რომ მის ერთიანობის ბლოკს ძალიან მკაფიო გეგმა აქვს, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარუდგენს.

„ქართულ ოცნებას“ მოაქვს სიღატაკე და იზოლაცია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ზურგი აქვს შექცეული. მოდი, შევაფასოთ ეს შეხვედრები. ყველაზე დისტანციური საზოგადოებისგან. შუშის კოლბაში გამოკეტილი პოლიტიკური ლიდერები, ძალით მოყვანილი ადამიანები, ხელოვნური ტაში. ეს ასახავს იმ რეალობას, რომელიც ქვეყანაშია. არავის უნდა ამ ქვეყნის იზოლაციაში წასვლა, ყველას უნდა კეთილდღეობა ევროპაში და ჩვენ სწორედ ეს მოგვაქვს. მათ მოაქვთ იზოლაცია. ამიტომაცაა, რომ მათ ხალხი ზურგს აქცევს. „ქართულ ოცნებას“ დღეს მხარდაჭერა აქვს 20%. ყველა ეს მათი რიტორიკა არის ზუსტად ამით გამოწვეული, რომ მხარდაჭერა აქვთ 20% და შეიძლება, კიდევ უფრო ქვემოთ წამოვიდეს. ამიტომ ჩვენ ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენ ერთიანობის ბლოკს გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს დღეებში შევთავაზებთ და დარწმუნებული ვარ, რომ კეთილდღეობა ევროპაში დაამარცხებს იზოლაციონისტებს, რომლებსაც უნდათ, რომ დიდი კედელი ააშენონ შავ ზღვაზე და ფაქტობრივად, საქართველო მოაქციონ იზოლაციაში,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა