ვლადიმერ პუტინი - რუსეთი გაუმკლავდება უკრაინელ ბანდიტებს კურსკის ოლქში

რუსეთი გაუმკლავდება უკრაინელ ბანდიტებს კურსკის ოლქში, რომლებიც ცდილობდნენ სიტუაციის დესტაბილიზაციას სასაზღვრო რაიონებში, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„მათი გათვლა იყო, შეეჩერებინათ ჩვენი შეტევითი მოქმედებები დონბასში მთავარ მონაკვეთებზე. შედეგი ცნობილია - ხალხი განიცდის რთულ განსაცდელებს, განსაკუთრებით კურსკის ოლქში, მაგრამ მთავარი ამოცანა, რომელიც მტერმა დაისახა, იყო დონბასში ჩვენი შეტევის შეჩერება, თუმცა ამას ვერ მიაღწიეს. მეტიც, დონბასში შეტევის ასეთი ტემპი დიდი ხანია არ გვქონია“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი მტკიცებით, რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი მოლაპარაკებაზე და საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე.

„ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი ამაზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, უნდა გავუმკლავდეთ ამ ბანდიტებს, რომლებიც შევიდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, კერძოდ, კურსკის ოლქში, სასაზღვრო ზონაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებით“, - აღნიშნა პუტინმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს