იაგო ხვიჩია "ამნისტიის კანონპროექტის" დაკორექტირებაზე - მიუხედავად იმისა, რომ რაღაცაში გაუმჯობესდა, უფრო მეტ შემთხვევაში გაუარესდა

ადამიანებს, რომლებიც ციხეში სხედან და წაიკითხეს ამნისტიის პირველი კანონპროექტი, იმედი მიეცათ, რომ მათი სასჯელიც შემსუბუქდებოდა, უცებ აღმოჩნდა, რომ ეს იმედი წაართვეს, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ პირველი მოსმენით დამტკიცებული „ამნისტიის შესახებ“ პროექტი მეორე მოსმენის ფარგლებში დაკორექტირდება.

როგორც ხვიჩიამ განმარტა, „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი რაღაცაში გაუმჯობესდა, თუმცა უფრო მეტ შემთხვევაში გაუარესდა.

„კანონპროექტი რაღაცაში შეიძლება გაუმჯობესდა, მაგალითად ქალთა და არასრულწლოვანთა საკითხთან დაკავშირებით, ასევე რამდენიმე მუხლი, რომელიც პირველი ვერსიით უფრო მკაცრად ისჯებოდა ან საერთოდ არ ეხებოდა ამნისტია, რაღაცნაირად ან შემსუბუქდა ან ამნისტია შეეხო. მაგრამ გაუარესდა ბევრ შემთხვევაში.

განსაკუთრებით გაუარესდა მისი მე-7 მუხლი, სადაც ჩამონათვალია თუ რაზე არ ვრცელდება ამნისტია. ის შეეხო დამატებით ისეთ მუხლებსაც, რასაც აქამდე არ ეხებოდა. ამით, ფაქტობრივად, ადამიანებს, რომლებიც ციხეში სხედან და წაიკითხეს ამნისტიის პირველი კანონპროექტი, იმედი მიეცათ, რომ მათი სასჯელიც შემსუბუქდებოდა, უცებ აღმოჩნდა, რომ ეს იმედი წაართვეს. ჩემთვის ეს არის განსაკუთრებით მიუღებელი და დაუშვებელი.

ზოგადად, როდესაც ასეთი კანონპროექტი მზადდება, პირველი რაც უნდა გვესმოდეს არის ის, რომ ცრუ იმედები არ მივცეთ საზოგადოებას. უნდა იყოს ისე, რომ მინიმალური იყოს პირველ ვერსიაში და შემდეგ სულ უნდა უმჯობესდებოდეს, ამ შემთხვევაში პატიმრის სასარგებლოდ. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როცა პირიქით მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცაში გაუმჯობესდა, უფრო მეტ შემთხვევაში გაუარესდა”, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამავე თემაზე საუბრისას, დეპუტატმა აღნიშნა, რომ დღეს “ქართული ოცნება”, ფაქტობრივად, მოსული იყო გამზადებული კანონპროექტით და თავიდანვე გამორიცხავდა იქ რაიმე ტიპის ცვლილებების შეტანას.

„ამიტომ, ჩვენ ვეცდებით, რომ იგივე, რასაც დღეს ვაკეთებდით გავაგრძელოთ მეორე მოსმენაზე პარლამენტში და იქნებ იმაში მაინც დავარწმუნოთ საზოგადოება და “ქართული ოცნება”, რომ გაუარესება პირველი პროექტიდან მეორე პროექტამდე უბრალოდ, მორალურად დაუშვებელია. ამაში გვჭირდება საზოგადოების და იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომელსაც ესმის რამხელა უსამართლობაა ის, რომ ადამიანს უთხრა: ციხიდან გიშვებ და ცოტახნის შემდეგ უთხრა, რომ “ბოდიში, შემეშალა. ისევ უნდა გააგრძელო ციხეში ჯდომა”. ჩემი აზრით, ამ კანონპროექტში ყველაზე მიუღებელი ეს არის. იმ ნაწილზე არაფერს ვამბობ, რომ დღეს “ქართული ოცნება”, ფაქტობრივად, მოსული იყო გამზადებული კანონპროექტით და თავიდანვე გამორიცხავდა იქ რაიმე ტიპის ცვლილებების შეტანას”, - განაცხადა ხვიჩიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში