დმიტრო კულება - დროა, უკრაინის პარტნიორებმა უარი თქვან უსაფუძვლო შიშებზე და გაუუქმონ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამიზნეებზე დარტყმის შეზღუდვა

დროა, უკრაინის პარტნიორებმა უარი თქვან უსაფუძვლო შიშებზე და გააუქმონ შეზღუდვები ქვეყნის გაერო-ს წესდებით გათვალისწინებულ უფლებაზე, რომელიც მოიცავს რუსეთის ტერიტორიაზე ნებისმიერ ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტზე დარტყმის უფლებას, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთის მიერ უკრაინაზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას.

„რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 35 რაკეტა და 23 დრონი გაუშვა დღეს დილით ადრე, როცა ხალხს ეძინა. საბედნიეროდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა, მაგრამ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ზოგიერთი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც დღეს დილით უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისკენ იყო მიმართული, ჩრდილოეთ კორეული KN-23 იყო. ფხენიანისა და მოსკოვის რეჟიმებს არ აქვთ შეზღუდვები უკრაინის ნებისმიერ ადგილას შორ მანძილზე დარტყმებზე. თუმცა, ამ ორი ბარბაროსული ომის მანქანებისგან თავის დასაცავად, უკრაინა იძულებულია იბრძოლოს ზურგზე მიბმული ხელებით - ეს აბსურდი არ არის?“ - წერს კულება სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეის საბრძოლო მასალის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ ომში არა მხოლოდ არღვევს საერთაშორისო კანონს და საფრთხეს უქმნის უკრაინელების სიცოცხლეს, არამედ აქვს პოტენციალი მნიშვნელოვნად გააუარესოს უსაფრთხოების ვითარება კორეის ნახევარკუნძულზე, აზია-წყნარ ოკეანეში და მთელ მსოფლიოში.

„პუტინსა და კიმ ჩენ-ინს შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც ევროპას, ისე აზიას. მოვუწოდებთ ჩვენს აზიელ პარტნიორებს, განიხილონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა. რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა და რაც უფრო ნაკლებად წარმატებული იქნებიან რუსი და ჩრდილოეთ კორეელი დიქტატორები, მით უფრო სტაბილური და უსაფრთხო იქნება ევროპა და აზია“, - აღნიშნა კულებამ.

შეგახსენებთ, რუსებმა დღეს დილით უკრაინის დედაქალაქ კიევს რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს. ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა, ხანძარი გაჩნდა და დააზიანა სახლები და ინფრასტრუქტურა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მათმა საჰაერო თავდაცვამ 10-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა, 10-მდე ბალისტიკური რაკეტა და დრონი გაანადგურა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში