იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ დროისთვის, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ რეგისტრაციისთვის ნებაყოფლობით 469 ა(ა)იპ-მა მიმართა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციისთვის განცხადებით ნებაყოფლობით 469 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულმა პირმა მიმართა.

„ამ წუთის მდგომარეობით, ჩვენთან მომართული აქვთ შესაბამისი განცხადებით 469 ა(ა)იპ-ს ამასთან, ამ წუთსაც კი, იუსტიციის სახლში არის რიგი, ჯერჯერობით არ ამოწურულა ეს რიცხვი და დღის ბოლოს, საბოლოო რიცხვს გავაჟღერებთ, ვინც ნებაყოფლობით მოგვმართა განცხადებით შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის მიზნებისათვის“, - განაცხადა მან „იმედის“ ეთერში.

ამასთან, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ დღეს სრულდება ნებაყოფლობით მიმართვის ვადა და ორგანიზაციებს შეეძლებათ, მომდევნო დღეებშიც მიმართონ, თუმცა მათ მიმართ უკვე ვადის დარღვევის გამო, სხვა რეჟიმი ამოქმედდება, რაც გარკვეულ ჯარიმასაც გამოიწვევს.

„ვახსენეთ, რომ დღეს სრულდება ვადა. არ მინდა, ეს იყოს იმგვარად გაგებული, რომ საერთოდ სრულდება მომართვის ვადა, სრულდება ნებაყოფლობით მომართვის ვადა, თუმცა ხვალაც, ზეგაც და შემდგომაც რჩებათ დრო, რომ კიდევ მოგვმართონ, თუმცა ეს რა თქმა უნდა, იქნება უკვე არანებაყოფლობითი მომართვა და უკვე სხვა რეჟიმი ამოქმედდება ამ ორგანიზაციების მიმართ - იმ კუთხით, რომ გამოიწვევს გარკვეულ ჯარიმას, ვადის დარღვევით მომართვის შემთხვევაში“, - დასძინა მინისტრის მოადგილემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია