მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულმა საბჭომ გასვლითი სხდომა გამართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულმა საბჭომ გასვლითი სხდომა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სხდომის ფარგლებში დასუფთავების აქციაც გაიმართა.

„სხდომაზე საბჭოს წევრებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან, თემურ შუბითიძესთან, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსთან, ნინო დეკანოიძესთან და განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელთან, ელგუჯა კუპატაძესთან ერთად განიხილეს ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის აქტუალური თემები და სამომავლო გეგმები.

ამასთან, გადაჭრილ გორაზე მოეწყო შემეცნებით-საგანმანათლებლო ტური. აღნიშნულ ლოკაციაზე მეცნიერებმა კვლევების შედეგად ღვინის პირველი კვალი აღმოაჩინეს რაც ადასტურებს, რომ ადამიანმა სწორედ აქ დაწურა პირველად ყურძენი.

აღსანიშნავია, რომ დღის განმავლობაში გასვლით სხდომას საქართველოს პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე შეუერთდნენ და შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაგრძელდა.

სხდომის ფარგლებში, ასევე, გაიმართა დასუფთავების აქცია, რაც ხაზს უსვამს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას და პასუხისმგებლობას გარემოს დაცვაში“,- ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს