მამუკა მდინარაძე -  "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო ნეგატიური კამპანია  - ყველა დამკვირვებელს ვთხოვ, კარგად დააფიქსირონ, არავის დაავიწყდეს ანგარიშში იმის შეტანა, როდის და რა ფორმით დაიწყო ამის კეთება "ნაციონალურმა მოძრაობამ"

არსებობს ლეგენდა "ნაცმოძრაობის" შესახებ, რომ ისინი „პიარში“ მაგრები არიან და პირველი ზიზღის კამპანია და ანტირეკლამა დაიწყეს იმით, რომ საკუთარი ბანერის, "ნაცმოძრაობის" ისარი მიმართეს წარსულისკენ, მარცხენა მხარეს და მარჯვნივ - "ქართული ოცნების". ეს სწორი მიდგომა იყო, ქვეცნობიერმა თავისი ქნა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" იმდენიც ვერ მოიფიქრა, რომ საკუთარი პარტიის ისარი მომავლისკენ მიემართა.

მდინარაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მმართველ პარტიას არც ერთი მსგავსი სახის ბანერი არ დაუმზადებია, შესაბამისად, ის სთხოვს ყველა დამკვირვებელს, ანგარიშებში აისახოს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ წარმოებული ზიზღის კამპანიის ფორმები.

"პირველ ვერსიაში, იმდენიც კი ვერ მოიფიქრეს, რომ წარსულისკენ არ მიემართათ თავისი პარტიის ისარი და ჩვენი მომავლისკენ. ჩვენი დისკრედიტაცია უნდოდათ და მომავლისკენ გაიშვირეს ჩვენი ისარი - ეს ქვეცნობიერის გამოძახილი იყო. ახლა ვიღაცამ ურჩია ეტყობა, ან როზნერმა, ან მესინა ჯგუფმა და შეატრიალეს, მაგრამ, შეტრიალება სიმართლეს არ ცვლის.

უნდა დავაფიქსიროთ ისიც, რომ ჩვენ არცერთი მსგავსი ბანერი არ გაგვიკეთებია, მათ დაიწყეს ნეგატიური კამპანია. სიცრუე გასაგებია. სულ სიცრუე იქნება, იყო, არის და იქნება მათი კამპანიის მთავარი ღერძი და საფუძველი, მაგრამ, დაიწყეს ნეგატიური კამპანია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ.

ვთხოვ ყველა ობიექტურ - ბრჭყალებში თუ მის გარეშე ობიექტურ დამკვირვებელს, რომ დააფიქსირონ რა, როდის, რა რიცხვში დაიწყო "ნაციონალურმა მოძრაობამ". არცერთი ნეგატიური ბანერი ჩვენ არ დაგვიმზადებია და მათ ასეთი კამპანია დაიწყეს და ყველა დამკვირვებელს ვთხოვ ხაზგასმით, რომ ეს კარგად დააფიქსირონ. ანგარიშები რომ გამოქვეყნდება, არავის დაავიწყდეს ანგარიშში იმის შეტანა, როდის და რა ფორმით დაიწყო ამის კეთება "ნაციონალურმა მოძრაობამ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში