მამუკა მდინარაძე “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა" რეესტრზე - ერთმა პროცენტმა გაიარა მხოლოდ რეგისტრაციაო, ამაზე უფრო ბინძური ტყუილი არ არსებობს

[საკონსტიტუციო სასამართლოში] იყო უსამშობლოთა სარჩელი და საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პირწმინდად მოიგეს ახალგაზრდა თაობის პროფესიონალმა იურისტებმა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ სარჩელების განხილვაზე საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ახალგაზრდა იურისტებმა ყველას, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს „რუსულს“ ეძახდა „თავზე გადაახიეს თავისი სარჩელი“.

„იურიდიული კომიტეტის ახალგაზრდა პროფესიონალმა იურისტებმა, ყველა ადამიანს, რომელიც რუსულ კანონს უწოდებდა, სპეკულაციურად და განზრახ, თავზე გადაახიეს თავისი სარჩელი, უკაცრავად ამ გამოთქმისთვის. ჩვენ ვნახეთ სამდღიანი პროცესი, როდესაც მაღალპროფესიულ დონეზე, იურიდიული კომიტეტის აპარატის იურისტებმა, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, ყველა კომპონენტში მოუგეს პროცესი „ნაცმოძრაობის სხვადასხვა წარმომადგენელს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის თქმით, „ბინძური ტყუილია“ ის, რომ NGO-ების მხოლოდ 1% დარეგისტრირდა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში, რადგან რეალურად 30 000 NGO მხოლოდ ფურცელზე არსებობს და მცირე ნაწილია მოქმედი.

„ერთმა პროცენტმა გაიარა მხოლოდ რეგისტრაციაო, ამაზე უფრო ბინძური ტყუილი არ არსებობს. ისინი პროცენტს ითვლიან 30 ათასიდან. 30 ათასი NGO საქართველოში არ არსებობს, ეს მხოლოდ ფურცელზეა. რეალურად რამდენიმე ათასია მოქმედი NGO და აქედან გაცილებით მცირე ნაწილია ისეთი, რომელიც 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებს უცხოეთიდან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის თქმით, მოსარჩელეებმა ერთი ობიექტური სპიკერიც კი ვერ ნახეს და საკონსტიტუციო სასამართლოზე ექსპერტად თავიანთი „ერთ-ერთი სპიკერი წარმოადგინეს“.

„ერთი ადამიანი ვერ ნახეს, ცოტა ობიექტური მაინც რომ ყოფილიყო და „შემდეგი სადგური ნაღალატევი“ რომ არ ჰქონოდა ნაძახები. მთლიანად „ნაცების“ ტრენდში და მათი ერთ-ერთი სპიკერი წარმოადგინეს მათ ობიექტურ ექსპერტად საკონსტიტუციო სასამართლოში და ისიც მხილებული იქნა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლას და შემდეგ გადაწყვეტილების გაუქმებას, მამუკა მდინარაძის თქმით, „სირცხვილიამ“ თავის თავზე გამოცადა ფაშისტური ბულინგის გემო“.

„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ორგანიზაციამ, „სირცხვილიამ“ თავის თავზე გამოცადა ფაშისტური ბულინგის გემო, რასაც ვერ გაუძლო, დამარცხდა ამ ბულინგთან და უკან წაიღეს თავისი სიტყვები, სადაც ისინი აღიარებდნენ, რომ არანაირი „აგენტი“ და მსგავსი მიდგომები, გამჭვირვალობის კანონში არ იყო. პრაქტიკულად, მათ ისიც აღიარეს, რომ არანაირი რუსული ჩანართები კანონმდებლობაში არ იყო. ეს იყო საუკუნის აფიორა, რომელიც ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ საუკუნის აფიორას ერქვა - „არა რუსულ კანონს“. ეს იყო დადგმული, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია, სპექტაკლი, რომელიც მიმართული იყო გამჭვირვალობის და ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ახალგაზრდა პროფესიონალმა იურისტებმა ყველა ადამიანს, რომელიც რუსულ კანონს უწოდებდა, სპეკულაციურად და განზრახ, თავზე გადაახიეს თავისი სარჩელი.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება