პრეზიდენტი - „ოცნების" საპატიო თავმჯდომარე პრაქტიკულად ომს უცხადებს პარტნიორებს, მოსახლეობას, პოლიტიკურ ძალებს - ვნახეთ საკონსტიტუციო სასამართლო, თუ როგორ ცდილობს გაამართლოს, რომ „რუსული კანონი“ არ ართმევს საქართველოს ევროპულ მომავალს

ვნახეთ საკონსტიტუციო სასამართლო, თუ როგორ ცდილობს რეალობის საწინააღმდეგოდ გაამართლოს, რომ რუსული კანონი არ ართმევს საქართველოს ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის "გარდამტეხი წელი" ორგანიზატორებსა და მონაწილეებს უმასპინძლა.

მისი თქმით, ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება", მმართველი პარტია, ნამდვილად მიიწევს ჯერ, ნაბიჯ-ნაბიჯ, შემდეგ კი დაჩქარებული გზით რაღაცისკენ, რაც სრულიად უცხოა ამ ქვეყნისთვის.

„როცა გვაქვს „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის უახლესი გამოსვლები, რომელიც პრაქტიკულად ომს უცხადებს ჯერ ჩვენს პარტნიორებს და მათ ომის პარტიებს უწოდებს, მაგრამ ასევე ომს უცხადებს საკუთარ მოსახლეობას, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ძალებს, როცა წინასწარ აცხადებენ, რომ ისინი მიიღებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას (რაც მათი ოცნებაა) და პოლიტიკურ პარტიებს აკრძალავენ, ან მართლმსაჯულების სისტემაში გაატარებენ, რომელიც უკვე აღარ არსებობს.

ჩვენ გუშინ და გუშინ წინ ვნახეთ საკონსტიტუციო სასამართლო, თუ როგორ ცდილობს ახლა მთელი რეალობის საწინააღმდეგოდ გაამართლოს, რომ რუსული კანონი ნამდვილად არ ართმევს საქართველოს ევროპულ მომავალს, რომ ის არ მოქმედებს ჩვენს მთავარ ორიენტაციაზე. ასე რომ, ეს ყველაფერი მიუღებელია.

ეს, პირველ რიგში, მიუღებელია ქართველი ხალხისთვის; და ქართველმა ხალხმა ქუჩაში გამოსვლით უკვე ორჯერ თქვა - შარშან და წელს ძალიან მკაფიოდ, რომ არ ეთანხმება იმას, რაც ამ ქვეყანაში ხდება; ისინი არ იღებენ საქართველოს ამ ახალ იმიჯს და რომ არ არიან მზად ამ ავტორიტარულ ახალ რეჟიმს და ძალაუფლებას დაემორჩილონ”, - დასძინა პრეზიდენტმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო