უკრაინის საგარეო უწყება - მონღოლეთი, ვლადიმერ პუტინის ქვეყანაში შეშვებით, ომის დანაშაულებზე მის პასუხისმგებლობას იზიარებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მონღოლეთმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქვეყანაში შეშვების გადაწყვეტილების მიღებით მის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლობა გაიზიარა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, გეორგი ტიხი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ მონღოლეთის უარი, შეესრულებინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერი, "მძიმე დარტყმაა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის და სისხლის სამართლის საერთაშორისო სისტემისთვის".

„მონღოლეთმა ბრალდებულ დამნაშავეს უფლება მისცა, მართლმსაჯულებას გაჰქცეოდა, რითაც გაიზიარა პასუხისმგებლობა მის ომის დანაშაულებზე. ვიმუშავებთ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ამას ულან-ბატორისთვის შედეგები მოჰყვეს“, - აცხადებს უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი.

ვლადიმერ პუტინი მონღოლეთში გუშინ ჩავიდა. მონღოლეთი რომის წესდების მხარეა, ჰააგის სასამართლოს კი ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მონღოლეთს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის შესრულებისკენ და ვლადიმერ პუტინის დაკავებისკენ მოუწოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია