უკრაინელებმა 8 ოლქში 27 დრონი ჩამოაგდეს

რუსებმა 3 სექტემბრის ღამეს უკრაინას „ისკანდერ-მ/კნ-23” ტიპის 3 ბალისტიკური რაკეტით, „ხ-59/69“ ტიპის მართვადი რაკეტითა და „შაჰედ-131/136“ ტიპის 35 დრონით შეუტიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინელებმა 27 დრონი ჩამოაგდეს, 6 - ლოკაციურად გაუჩინარდა, 2 კი რუსეთისა და დონეცკის ოლქის მიმართულებით გაფრინდა.

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რუსებმა თავდასხმა დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან და რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქიდან განახორციელეს.

უკრაინის საჰაერო თავდაცვა კიევის, ოდესის, ხარკოვის, ნიკოლაევის, ხერსონის, პოლტავას, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებში მუშაობდა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა