GITA-თან პარტნიორობით, ProdAct Community-ის ორგანიზებით, ტექნოლოგიური კონფერენცია ჩატარდება

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, ProdAct Community-ის ორგანიზებით, 8 სექტემბერს, Radisson Blu Iveria-ში ტექნოლოგიური კონფერენცია ჩატარდება, რომელიც 450-მდე სტუმარს უმასპინძლებს.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, კონფერენცია ძირითადად ფოკუსირებული იქნება ციფრული პროდუქტებისა და მათი მენეჯმენტის, როგორც ახლო, ასევე შორეული მომავლის ტენდენციებზე. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღონ ცოდნა და გაეცნონ სტრატეგიებს, რომლებიც საჭიროა მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ნავიგაციისთვის.

„კონფერენცია ორიენტირებული იქნება შემდეგ თემებზე: რა ტრენდები იქნება ციფრულ სამყაროში ხვალ? როგორ შეიცვლება პროდუქტის შექმნაში ჩართული რგოლების საქმე და მიდგომები? როგორ მიმდინარეობს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი კომპანიებში? რა ძირითადი უნარები იქნება მოთხოვნადი პროდუქტის მენეჯმენტში? როგორი იქნება მომხმარებლის ქცევა და როგორი პროდუქტები იქნება პოპულარული?

ღონისძიება 12:00- დან 19:00 საათამდე გაგრძელდება და მთლიანობაში მოიცავს ოთხ სექციას, პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს, „ნეთვორქინგის“ ფართო შესაძლებლობებსა და სტანდარტულ სფიჩებს. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, მოუსმინოს 30-მდე ქართველ და საერთაშორისო სპიკერს, როგორც ქართული წარმატებული კომპანიებიდან (Bog, Tegeta, M2, Setanta და ა.შ), ისე მსოფლიო მასშტაბის ორგანიზაციებიდან (Google, Adobe, Spotify, UT Austin).

სპიკერების სრული სიის სანახავად ეწვიეთ ბმულს

ბილეთების შესაძენად, ეწვიეთ ბმულს

კონფერენციის გენერალური პარტნიორია: საქართველოს ბანკი, სხვა პარტნიორები: Tegeta, M2, Radisson, Noxtton, Academy of Digital Industries, GITA, Future Laboratory, Terminal, Moxy by Marriott, BRID, Redbull, Entrepreneur.ge, BMG“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის