რასა იუკნევიჩიანე - მაპატიეთ ქართველებო, მაგრამ უნდა ვთქვა: ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია - დებიძინიზაციის გარეშე, ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას ამ ქვეყნისთვის, იყოს ჩვენთან

ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში გაწევრიანება შეუთასებელია ერთმანეთთან. ამ ქვეყნის დებიძინიზაციის გარეშე ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას ამ ქვეყნისთვის, იყოს ჩვენთან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ თბილისში მიმდინარე ორდღიანი კონფერენციის „გარდამტეხი წელი“ ფარგლებში გამართულ პანელზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ იყო ევროკავშირის მხრიდან დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, არამედ უფრო ქართველი ხალხის წახალისება.

„მაპატიეთ ქართველებო, მაგრამ უნდა ვთქვა ეს: ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია. ამ ქვეყნის დებიძინიზაციის გარეშე, ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას ამ ქვეყნისთვის, იყოს ჩვენთან, მიუხედავად იმისა, რომ მხიბლავს, მომწონს ის, თუ რას ფიქრობს ქართველი ხალხი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ იყო ევროკავშირის მხრიდან დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ეს უფრო მეტად იყო ქართველი ხალხის წახალისება, არ დანებდნენ. იმის თქმა, რომ ჩვენ ერთად ვართ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, თუ ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, არ არის გამორიცხული, გადაიხედოს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხი.

„არ ვიცი, მოვახერხებთ თუ არა შევიკავოთ თავი იმისგან, რომ არ გავმართოთ დებატები, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის საკითხზე თუკი აქ ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდება. ეს რთული იქნება, მაგრამ პირადად მე დავიწყე ამაზე ფიქრი“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, საქართველო იყო მოწინავე ქვეყანა რეფორმების და სხვა საკითხების კუთხით და ნამდვილად საკვირველია, რომ ახლა ამ რეგიონში სომხეთი უფრო წინ დგას, ვიდრე საქართველო.

„ეს ასეა, იმის მიხედვით, როგორც ჩვენ გარედან ვაფასებთ სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს