საკრებულოში „wise გოგონათა ბანაკის პროგრამის - მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა, თინათინ ნიბლოშვილმა საკრებულოში „wise გოგონათა ბანაკის პროგრამის - მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე“ მონაწილეებს უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“, „ლიბერთი ბანკის“ და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს აერთიანებს.

ინფორმაციის თანახმად, პროექტი, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის საკითხების გარდა, მოიცავს კულტურულ და საგანმანათლებლო მიმართულებებს, ასევე ადამიანის უფლებების დაცვას, დეზინფორმაციის ამოცნობის ტექნიკებს, მასობრივი საკომუნიკაციო საშუალებების როლს უფლებებისა და თანასწორობის დაცვის მიმართულებით.

„გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, თინათინ ნიბლოშვილი შეხვედრაზე სტუმრებს გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციაზე, საბჭოს მუშაობისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ ესაუბრა.

ასევე შეხვედრის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების საბჭოს ხელმძღვანელმა რიტა ხიდირბეგიშვილმა მოწვეულ სტუმრებს საბჭოს მიმართულებები და მუშაობის სპეციფიკა გააცნო.

როგორც პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ჭელიძემ შეხვედრაზე განაცხადა, პროექტი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. მისი თქმით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გამართული ბანაკი აერთიანებს ხუთი სოფლიდან ჩამოსულ გოგონებს და მასწავლებლებს, ისინი პროექტის ფარგლებში ეცნობიან, თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი საქართველოში, ასევე, თუ რას ნიშნავს გენდერული უთანასწორობა და როგორ უნდა იყოს გოგონათა და ქალთა უფლებები დაცული.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია „მერსი ქორფსმა“ და გენდერული თანასწორობის საბჭომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში არაერთი აქტივობა განახორციელეს, რომლებიც ქალთა და გოგონათა გაძლიერების საკითხებს ეხება.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია