გიორგი ვაშაძე - ბიძინა ივანიშვილის გზა არის გზა სიღატაკისა და იზოლაციისკენ

ბიძინა ივანიშვილის გზა არის გზა სიღატაკისა და იზოლაციისკენ. თვითონ კარგად იყოს და ჭირსაც წაუღია ხალხის გაჭირვება, პრობლემები, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი, სიღატაკესა და იზოლაციაში ყოფნა უნდა თუ ევროკავშირში არსებული კეთილდღეობა.

„ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ. სწორედ მათი პოლიტიკის გამო, დღეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული. ეს არის გზა საქართველოს იზოლაციისკენ“,-განაცხადა ვაშაძემ.

მან აღნიშნა, რომ სწორედ ხელისუფლება იყენებს წინასაარჩევნოდ ზიზღის ენას.

„კოლბებში გამოკეტილი მაღალი სცენიდან ხალხს ელაპარაკებიან და ილანძღებიან, ეს არის ზიზღის ენა. ჩვენთან ზიზღის ენა რა არის? გვინდა, რომ მოგცეთ ევროკავშირის პასპორტი, გვინდა დაგასაქმოთ, თქვენი ხელფასი 2-ჯერ გაიზარდოს, ინვესტიციები შემოვიტანოთ, აშშ-ში უვიზოდ ვიაროთ, ეს არის ზიზღის ენა?! ზიზღის ენა არის მათი რიტორიკა, რაც აქვთ. გვემუქრებიან, იბოღმებიან. რას ემუქრებიან ხალხს, მართლა მაინტერესებს“,-განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს