ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლებელია მხოლოდ ქვეყნის „დებიძინიზაციის“ გზით.
„მხოლოდ დებიძინიზაცია, რადგან ეს ადამიანი დგას ყველაფერის მათ შორის ნატო-ში გაწევრიანების მიღმა. ცვლის კურსს, გაგებას აქ. თუნდაც მაშინ, როცა საუბრობენ გლობალურ ომზე თუ გლობალური ომის პარტიაზე - ეს არის ზუსტად კრემლის ნარატივი“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ თბილისში მიმდინარე ორდღიანი კონფერენციის „გარდამტეხი წელი“ ფარგლებში გამართულ პანელზე.
მისი თქმით, საქართველოში, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა არჩევანი ევროპულ ცხოვრებასა და „Русский мир“-ს შორის უნდა გააკეთოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ხალხმა გაიგოს, რომ ამ არჩევნებზე წყვეტენ, ხმას ევროპულ ცხოვრებას აძლევენ თუ „Русский мир“-ს. არ არსებობს სხვა არჩევანი”, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
მისი თქმით, ასევე კრემლის ნარატივის გამეორებაა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში საუბრობენ გარკვეული სახის სუვერენიტეტზე.
„როდესაც ისინი საუბრობენ გარკვეული სახის სუვერენიტეტზე, ეს ნიშნავს, რომ იგივე კრემლის ნარატივია. „თუ იხვივით გამოიყურება, იხვივით დაცურავს და იხვივით ყიყინებს, ესე იგი იხვია“. ასე რომ, ნუ მისცემთ ხმას „Русский мир“-ს და იქნება ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.