თამარ კორძაია - „რუსული კანონის“ სანქციების ნაწილი ამოქმედდა - ამას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ჟურნალისტები და თავისუფლებისთვის მებრძოლი საზოგადოების წარმომადგენლები გააჩუმონ

კოალიცია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიზანია, რომ ჟურნალისტები და თავისუფლებისთვის მებრძოლი საზოგადოების წარმომადგენლები გააჩუმონ.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღების შემდეგ უკვე ფინანსური დახმარება ადგილობრივ და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეუწყდათ.

„დღეს „რუსული კანონის“ სანქციების ნაწილი ამოქმედდა. ჩვენმა საზოგადოებამ ამ კანონის მიღების მავნე შედეგები უკვე ძალიან კარგად დაინახა. ფინანსური დახმარება ადგილობრივ და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეუწყდათ. უდიდესი დარტყმა მიიღო მედიამ და ჟურნალისტებმა, ფინანსური დახმარება, ასევე შეუჩერდათ შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ ბავშვებს, ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს - ქალებს და ბავშვებს. ასევე, მცირე მეწარმეებს, ფერმერებს, რომლებიც დასავლეთისგან ფინანსურ მხარდაჭერას იღებდნენ. დღეს ჩვენ გადავედით კიდევ უფრო ახალ, მძიმე ფაზაში, რადგან დღეს ის სუბიექტები, ვინც საზოგადოებას აწვდიდნენ ინფორმაციას ხელისუფლების კორუფციული გარიგებების შესახებ, კალაძისა და ღარიბაშვილის მრავალათასიანი საათების შესახებ. ჟურნალისტები, რომლებიც საუბრობდნენ მთაში არსებულ გაჭირვებაზე, მთაში მცხოვრები ადამიანების პრობლემებზე, უშუქობაზე, უგზოობაზე, ეს ადამიანები უკვე სანქცირებას ექვემდებარებიან. სანქციები, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არის ძალიან მაღალი და ამას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ჟურნალისტები და თავისუფლებისთვის მებრძოლი საზოგადოების წარმომადგენლები გააჩუმონ. საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია და არ გამოუქვეყნებია თავისი პასუხი იმასთან დაკავშირებით, აჩერებს თუ არა კანონის მოქმედებას, რადგან მან კიდევ უფრო არ დააზიანოს საქართველოს სამომავლო პერსპექტივა. ჩვენ დავინახეთ ერთი რამ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ზურგი აქცია თავის ქვეყანას და საკუთარ საზოგადოებას, თავის მოქალაქეებს, იზოლაციაში მოაქცია საქართველო, მაგრამ 26 ოქტომბერს აუცილებლად ჩვენ ერთი გაფერადებით დავიბრუნებთ ჩვენს მომავალს, თავისუფლებას და კეთილდღეობას ევროპაში“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია