რომან გოცირიძე - ყველა კანონპროექტი, რაც პარლამენტში იხილება, არის რუსული კანონებიდან გადმოწერილი - იხილება „რუსული კანონი 2“, „რუსული კანონი 3“, „რუსული კანონი 4“-ია მართლმადიდებლობის  სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მცდელობა

რუსულია ეს ე.წ ტრადიციული ღირებულებების დაცვის თემა, სადაც ჩართულია ეს საშინელი რუსული ეკლესია და რუსეთის მთავრობა. ისინი შეკრული არიან ერთად და ეს სახელმწიფო ინკვიზიციას აწარმოებს რუსულ და ფაშისტურ ეკლესიასთან ერთად, - ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” არათუ საკონსტიტუციო, არამედ მარტივი უმრავლესობა არ ექნება და 2 თვის შემდეგ ის ხელისუფლებაში არ იარსებებს.

„ყველა კანონპროექტი, რაც იხილება, არის პირდაპირ რუსული კანონებიდან გადმოწერილი. აქ იხილება „რუსული კანონი 2“, „რუსული კანონი 3“. „რუსული კანონი 4“ არის მართლმადიდებლური რელიგიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მცდელობა.

არათუ საკონსტიტუციო, არამედ მარტივი უმრავლესობა არ ექნება „ქართულ ოცნებას“. 2 თვის შემდეგ „ქართული ოცნება“ არ იარსებებს ხელისუფლებაში. ყველა ეს კანონი, რომელიც განიხილება ან ჰპირდებიან, ეს არის პირდაპირ რუსული კანონი. სწორედ რუსულია ეს ე.წ ტრადიციული ღირებულებების დაცვის თემა, სადაც ჩართულია ეს საშინელი რუსული ეკლესია და რუსეთის მთავრობა. ისინი შეკრული არიან ერთად და ეს სახელმწიფო ინკვიზიციას აწარმოებს რუსულ და ფაშისტურ ეკლესიასთან ერთად. ყველა კანონი უკვე, რაც აქ იხილება, რუსეთშია მიღებული. „ქართული ოცნება“ ახდენს რუსული კანონების კოპირებას და დღეს ერთ-ერთი მაგალითი არის ეს“, - განაცხადა გოცირიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება